ზაალ ანჯაფარიძე-ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის ერთიანი პლატფორმის გაფორმებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს კონგლომერატი წარმოადგენს გარედან მართულ ძალას, რომლის მიზანია ხელისუფლებაში „ცალ ფეხზე მდგომთა“ მოყვანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
445 26 მაისი 2024, 22:39
“ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას  შორის ერთიანი პლატფორმის  გაფორმებით კიდევ ერთხელ და მკაფიოდ დადასტურდა, რომ ეს კონგლომერატი წარმოადგენს გარედან მართულ ძალას, რომლის მიზანია ქვეყნის კონსტიტუციური განვითარების კალაპოტიდან ამოგდებაა და ხელისუფლებაში „ცალ ფეხზე მდგომთა“ მოყვანა”, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე. 

ანალიტიკოსის თქმით, ზურაბიშვილის გეგმა რამდენადაც მავნებლურია, იმდენად უტოპიური. ეს კარგია იმ კუთხით, რომ  ქართველ ხალხს გაუმარტივდება სწორი არჩევანის გაკეთება.

„უცხოური გავლენის აგენტურის ღამე“ - ასე შეიძლება ვუწოდოთ პ(რეზიდენტთან) ცოტა ხნის წინ გამართულ „შაბაშს“ - სხვა სახელს ვერ ვუძებნი და იქ მყოფ ოპოზიციას. ძაღლი რომ მიცუნცულდება გადმოგდებულ ძვალზე ისე მიირბინეს.

რა ძვალი გადაუგდო მათ სალომე ზურაბიშვილმა? ერთიან სიაზე უარი სტკიცა, მაგრამ იმით გაახარა, რომ ინსტიტუციების ბოლშევიკური სტილის წმენდის და სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ რეპრესიების გეგმა წარუდგინა. გარდა ამისა, ფაქტიურად დაანონსა მომავალი არჩევნების საბოტაჟი.

ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას  შორის ერთიანი პლატფორმის  გაფორმებით კიდევ ერთხელ და მკაფიოდ დადასტურდა, რომ ეს კონგლომერატი წარმოადგენს გარედან მართულ ძალას, რომლის მიზანია ქვეყნის კონსტიტუციური განვითარების კალაპოტიდან ამოგდებაა და ხელისუფლებაში „ცალ ფეხზე მდგომთა“ მოყვანა. 

ზურაბიშვილის გეგმა რამდენადაც მავნებლურია, იმდენად უტოპიური. ეს კარგია იმ კუთხით, რომ  ქართველ ხალხს გაუმარტივდება სიმართლის და სიცრუის,   კეთილის და ბოროტის გარჩევა და სწორი არჩევანის გაკეთება," -  წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი