ზაალ ანჯაფარიძე- გამოჩნდა, რომ (პ)რეზიდენტის ე.წ. ვეტომ ზოგიერთ აქაურ რადიკალებს კიდევ ერთი სტიმული მისცა, სცადონ სიტუაციის არევა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, შესაბამისი სამზადისი მიდის, რაც ნიშნავს "მაიდანიზაციის" კიდევ ერთ მცდელობას გარე აქტორების უფრო აქტიური ჩართულობით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
458 28 მაისი 2024, 17:29
“ამ დღეებში გამოჩნდა, რომ (პ)რეზიდენტის ე.წ. ვეტომ ზოგიერთ აქაურ რადიკალებს კიდევ ერთი სტიმული მისცა, კიდევ ერთხელ სცადონ სიტუაციის არევა, ანუ როგორც ერთი მათგანი ამბობს "წინააღმდეგობის დაწყების ეტაპზე გადასვლა." და "დასავლეთი ხალხის შემართების შემხედვარე სწორედ ხალხს დაუჭერს მხარს."-წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. ანალიტიკოსის ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს “მაიდანიზაციის" კიდევ ერთი მცდელობა გარე აქტორების კიდევ უფრო აქტიური ჩართულობით, რასაც ამას უფრო ნათლად დავინახავთ მომდევნო თვეებში. “გუშინდელი დღიდან მიდის გააფთრებული ფსიქოლოგიური შეტევა და ზეწოლა პარლამენტარების შვილებზე, ყველაზე ამაზრზენი მეთოდებით, ბოლშევიკებსაც რომ არ უკადრიათ. ეხლა წარმოიდგინეთ, ეს პათოლოგიური აზროვნების ხალხი ხელისუფლებაში! კარგად წარმოიდგინეთ და გააცნობიერეთ. ამ დღეებში გამოჩნდა, რომ (პ)რეზიდენტის ე.წ. ვეტომ ზოგიერთ აქაურ რადიკალებს კიდევ ერთი სტიმული მისცა, კიდევ ერთხელ სცადონ სიტუაციის არევა, ანუ როგორც ერთი მათგანი ამბობს "წინააღმდეგობის დაწყების ეტაპზე გადასვლა." და "დასავლეთი ხალხის შემართების შემხედვარე სწორედ ხალხს დაუჭერს მხარს." ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიციურ წრეებში ბევრი ფიქრობს ასე და შესაბამისი სამზადისიც მიდის, რაც ფაქტიურად ნიშნავს "მაიდანიზაციის" კიდევ ერთ მცდელობას გარე აქტორების (ვიცით უკვე ვინც!) კიდევ უფრო აქტიური ჩართულობით. ამას ჩვენ კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ მომდევნო თვეებში. და კიდევ, ხალხს ატყუებენ, რომ რუსეთი აქ ომის დაწყებას ვერ გაბედავსო, ხოლო თუ დაიწყო, დასავლეთი დაგვეხმარება და ა.შ. 2008 წელს ზუსტად იგივეს ვისმენდით მათგან და მერე ამის მთქმელნი ერთმანეთს ასწრებდნენ საქართველოდან თავქუდმოგლეჯილი გაქცევას.”- წერს ზაალ ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი