ლევან ნიკოლეიშვილი: კანონი ერთგვარია საბაბია, ყველა ცდილობს დაიცვას თავისი სუვერენიტეტი. ის, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ ეს ხელისუფლება, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ნახეს, ეს არ არის ის ხალხი, რომელიც მონურ მორჩილებაში ეყოლებათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
428 28 მაისი 2024, 18:48

ჩვენ გვეღირსა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ მათთვის პრიორიტეტია ხალხი და ეროვნული ინტერესები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე გაგრძელდება და ეს არის იმის საბაბი, რომ ქვეყანა მართლა დამოუკიდებელი იყოს, განვითარდეს და ყველა პატივისცემით მოექცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინის მაგვარ სიტუაციაში, - ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.

მან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე ისაუბრა და მის გარშემო განვითარებული პროცესები შეაფასა.

„ვეტო იქნება დაძლეული. ხელისუფლება პრინციპულობას გამოიჩენს და კანონი იქნება მიღებული, რაც აუცილებელია. ცოტა ხნით ალბათ კვლავ გაგრძელდება გარკვეული საპროტესტო აქციები, ვხედავთ, რომ სცენარი ვითარდება შემდეგნაირად: ყველა დაიწყებს ფიცს იმისთვის, რომ არჩევნებისთვის მოემზადონ, არჩევნები არის ის მთავარი, სადაც ისინი ფიქრობენ, რომ თავიანთ მიზნებს მიაღწევენ. სამწუხაროდ, ამ მიზნების მიღწევაში ჩვენ ვხედავთ არა რაღაც პროგრამებზე მუშაობას, ან ჯანსაღი კონკურენციის გაწევას, არამედ რაღაც რადიკალური ქმედებების ჩამოყალიბებას, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადების შემდეგ. მან რამდენჯერმე დაარღვია კონსტიტუცია, ქარტიაში ჩამოყალიბებულია ისეთი პუნქტები, რომლებიც არანაირად არ შეესაბამება კანონმდებლობას. მათ ეშინიათ ერთი მხრივ იმის, რომ იციან ერთიანი სიის შედგენა ძალიან რთულია, ვინაიდან ყველას ლიდერობა სურს ამ ქვეყანაში და მეორე, რომ ფიქრობენ, რომ იქნებ ერთიანი ძალით დაამარცხონ ხელისუფლება. ეს არ არის ერთიანი ძალა, ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სხვადასხვა სახელით წარმოდგენილი. ისინი გაკოტრებულები არიან. ერთი დაპირებაც კი, რომელიც ოპოზიციამ დაასახელა, თუ შეასრულეს ან გააკეთეს? - არა, რადგან მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ და არ გააჩნიათ პროგრამა. ხედავთ დღევანდელ სიტუაციასაც, როგორ მიდის მუქარები ოჯახის წევრებისა და შვილების მიმართ, რაც ყოვლად მიუღებელია. უცხოეთიდან ზეწოლა გაგრძელდება, მაგრამ შერბილებული სახით, რადგან დასავლეთს ძალიან დიდი გამოწვევები აქვს. ბევრ ქვეყანაში არჩევნებია და აქედან გამომდინარე უმჯობესი იქნება მათთვის, რომ თავიანთ პრობლემებს მიხედონ. დასავლეთში არიან ადამიანები, რომლებიც მწვავედ აკრიტიკებენ დასავლეთს იმისთვის, რომ ისინი ერევიან ჩვენს საშინაო საქმეებში. კანონი ერთგვარია საბაბია, თითქმის ყველას აქვს ეს კანონი მიღებული და ყველა ცდილობს დაიცვას თავისი სუვერენიტეტი. ის, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ ეს ხელისუფლება, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ნახეს, ეს არ არის ის ხალხი, რომელიც მონურ მორჩილებაში ეყოლებათ. კარგად რომ დავფიქრდეთ, იმ რამდენიმე ადამიანის გარდა, რომელიც გასაგები მიზეზების გამო აპროტესტებს კანონს, ჩვენ გვეღირსა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ მათთვის პრიორიტეტია ხალხი და ეროვნული ინტერესები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე გაგრძელდება და ეს არის იმის საბაბი, რომ ქვეყანა მართლა დამოუკიდებელი იყოს, განვითარდეს და ყველა პატივისცემით მოექცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინის მაგვარ სიტუაციაში. მიუხედავად იმისა, რომ მილიარდობით დახმარება მოდის, ზელენსკი კარდაკარ დადის ყველა ქვეყანაში და ეხვეწება მეტ შეირაღებას და ვხედავთ იმას, რომ შედეგი არ არის“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი