თამთა მეგრელიშვილი პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევაზე: ქართული სახელმწიფოს შემდგომი დამოუკიდებელი არსებობისთვის ღირსების აქტი მიღებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
402 28 მაისი 2024, 19:52
ქართული სახელმწიფოს შემდგომი დამოუკიდებელი არსებობისთვის ღირსების აქტი მიღებულია! პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია, - წერს "ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი.
მეგრელიშვილმა ახალგაზრდებს მოუწოდა არ შეუერთდნენ და აჰყვნენ უსამშობლოთა პოლიტიკურ როკვას, რადგან ამ ღირსების აქტით დღეს მათი წილი საქართველოც გადარჩა. "ქართული სახელმწიფოს შემდგომი დამოუკიდებელი არსებობისთვის ღირსების აქტი მიღებულია! პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვულოცავ ყველას, ვისთვისაც სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი მნიშვნელოვანია, ვულოცავ მმართველ გუნდს "ქართულ ოცნებას" და "ხალხის ძალას" რომელიც თავდაპირველად იყო ინიციატორი ამ ღირსების აქტის და რომელმაც ასევე გადამწყვეტი სიტყვა თქვა მის მიღებაში. ამ ადამიანებმა ეროვნული ამბიცია გაგვიღვიძეს, რომ "ᲩᲕᲔᲜᲘ ᲗᲐᲕᲘ ᲩᲕᲔᲜᲐᲓᲕᲔ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲕᲔᲧᲣᲓᲜᲝᲓᲔᲡ". მადლობა მათ! და მხოლოდ ერთი თხოვნა ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებთან- ნუ შეუერთდებით და ნუ აყვებით უსამშობლოთა პოლიტიკურ როკვას, იცოდეთ, რომ ამ ღირსების აქტით დღეს თქვენი წილი საქართველოც გადარჩა!"- წერს მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი