ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ეკატერინე გოგოლაძე Warner Music Group-თან კონტრაქტს აფორმებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1291 31 მაისი 2024, 19:03
სულ რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა  მომღერალმა ეკატერინე გოგლიძემ ხელშეკრულება გააფორმა Warner Music Group-თან-თან


Warner Music Group მესამე უდიდესი ბიზნეს ჯგუფია,რომელიც ხმის ჩამწერ ლეიბლთა ჯგუფს ეკუთვნის და შედის მუსიკალური ინდუსტრიის ხმის ჩამწერი კომპანიების დიდ ოთხეულში. 


ეკატერინე გოგლიძე პოპ-როკ ჟანრის სიმღერების ავტორი და შემსრულებელია. 

მისი დებიუტი 2016 წელს შესდგა BBC რადიოზე, სადაც მან  პირდაპირ ეთერში  რამდენიმე საკუთარი სიმღერა  შეასრულა. მომდევნო წლებში  კი არაერთი  სინგლი ჩაწერა და კლიპი გადაიღო მისივე  ავტორობით.


ეკატერინე თანამშრომლობდა მსოფლიოში ცნობილ ისეთ პროდიუსერებთან , როგორიცაა ტომასო კოლივა. 

ახალი სიმღერა Your Girl  2024 წელს ჩაიწერა ლონდონში, Pierce entertainment სტუდიაში , სადაც ასევე იწერება სემ სმიტის, U2-ს, Asap Rocky-ს სიმღერები. 


ივნისის შუა რიცხვებში, Warner music და ეკატერინე გოგლიძის თანამშრომლობის ფარგლებში, შესდგება Your Girl- ის მსოფლიო პრემიერა. 

უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს ბრიტანეთმა ეკატერინეს მიანიჭა Exeptional TalanT visa მუსიკის დარგში.


P.S. ახალგაზრდა ვარსკვლავის წარმატებებს შეგიძლიათ თვალი მის ინსტაგრამ გვერდზე მიადევნოთ:
https://www.instagram.com/ekaterine_go/?igsh=MXE5cmUzaW1jYW0zNw%3D%3D&utm_source=qr
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გახარია ბრალს არ აღიარებს - თუ სასამართლოს სურს გახარიას დისტანციურად მოუსმინოს, რატომაც არა
საზოგადოება ხედავდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელად გამოიყურებოდა, მაგრამ სამკურნალო დაწესებულების დასკვნის გარეშე რაიმე გადაწყვეტილებას სახელმწიფო ვერ მიიღებდა
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო - სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი გამოძიების შემდეგ გაირკვევა
პრაქტიკულად ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით
რომის პაპმა ლეო XIV თავისი ოთხი საყვარელი ფილმი დაასახელა
არქივი