პარლამენტს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წარედგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
94 14 ივნისი 2024, 16:53

როგორც ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდისთვის.

გთავაზობთ, მე-14 მუხლის „ნ2“ ქვეპუნქტი, 161 მუხლი, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი და 2037 მუხლი შენარჩუნდეს მოქმედი რედაქციით, მე-8 მუხლს არ დაემატოს 41 პუნქტი, ხოლო მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს პარლამენტის მიერ მიღებული რედაქციის მიხედვით,“ - აღნიშნულია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო გუშინ დაადო. პარლამენტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული საარჩევნო ცვლილებები 30 მაისს დაამტკიცა.

80 ხმით, ერთხმად მიიღეს პროექტი, რომლის საფუძველზეც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მაღალი კვორუმით გადაწყვეტილებების მიღების წესი შეიცვალა და ე.წ. "ანტიჩიხური მექანიზმი" დაწესდა.

საქმე ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მისაღებ ისეთ გადაწყვეტილებებს ეხება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა.

უფრო კონკრეტულად, "საარჩევნო კოდექსის" ჯერ კიდევ მოქმედი ნორმების მიხედვით, საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას, იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით. ასევე, ცესკოს დადგენილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი დაუჭერს.

"საარჩევნო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებებით, თუ ცესკომ გადაწყვეტილება არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერით ვერ მიიღო, ცესკოს იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება და გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია ვოლსკი - გიორგი გახარიას არც უნდა უკვირდეს, რომ ვიღაცამ შეიძლება კვერცხი ესროლოს ან რაღაც ტიპის შეურაცხყოფა მიაყენოს
პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი - დღემდე დაზარალებულად ცნობილია 488 პირი - დაუბრუნდათ ან დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 67 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება
ორბანი: თუკი წარსულში შეთქმულების თეორიად მიაჩნდათ ის ფაქტი, რომ USAID-ი თავისი პროგრამებითა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, უნგრეთში ოპოზიციას აფინანსებდა, დღეს უკვე რეალობაა
ლევან მაჭავარიანი ბათუმის ტრაგედიაზე: მე ძალიან მინდა რომ ვცდებოდე, მაგრამ განცდა მაქვს, რომ უხარიათ როდესაც ასეთი ტიპის ტრაგედია ხდება ჩვენ ქვეყანაში და ეს არის რა თქმა უნდა ყოვლად მიუღებელი, ამორალური და ამაზრზენი მათი მხრიდან
ვიღაცას, შეიძლება, კვერცხის სროლის სურვილი გაუჩნდეს და ვიღაცას – სიმართლის სახეში მიხლა გახარიასთვის თუ რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლისთვის, რომლებიც დაკავებული არიან ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრით
არქივი