„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელს, ივანე ჩხიკვაძეს აეროპორტში სამოქალაქო აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
279 14 ივნისი 2024, 17:20

„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელს, ივანე ჩხიკვაძეს აეროპორტში სამოქალაქო აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ.

ამ ფორმით მათ პროტესტი გამოხატეს 4 ივნისს აშშ-ში, ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ გამართული მოსმენისადმი, რომელზეც ივანე ჩხიკვაძემ და „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსმა მკვლევარმა, ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატალია საბანაძემ თავიანთ მოხსენებებში ისაუბრეს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, როგორც ხელისუფლების ოპონენტების დევნისა და სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიების დაწყების სამართლებრივ საფუძველზე.

ვიზიტისა და ჰელსინკის კომისიაში გამართული მოსმენის შესახებ ივანე ჩხიკვაძეს ჟურნალისტებთან დღეს კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე ფონდ „ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხიკვაძე და საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე ე.წ. მოწმის სტატუსით იყვნენ მიწვეული და სიტყვით გამოვიდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დაზვერვის ვარაუდით, ჩრდ. კორეამ რუსეთს 12 მილიონი ჭურვი მიაწოდა უკრაინაში ომისთვის
ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ტრაგედიაა ის, რაც ხდება. როდესაც ასეთი დონის ინსტიტუციის რეზოლუციაში შედის ჩანაწერები, რომელსაც სიმართლესთან და რეალობასთან კავშირი არ აქვს
„ბათუმი მოლში“ უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები დასრულდა
პუტინი - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთმა რუსეთის ინტერესების ინგორირება გადაწყვიტა
მეუფე შიო: დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე
არქივი