ირაკლი კობახიძე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე: ვენეციის კომისიის შენიშვნებს გავითვალისწინებთ, ჩასწორდება კანონი, მივიღებთ და რეკომენდაციების ეს პუნქტიც იქნება გაზიარებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
81 16 მარტი 2023, 00:49

სისტემური კუთხით გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი ამ წლების განმავლობაში. იგივე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ვართ ბევრად უფრო წინ, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, რომლებსაც უკვე მიენიჭათ კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, პროგრესია ასევე ანტიმონოპოლიური კანონმდებლობაში.

მან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზეც ისაუბრა.

„კანონი გვარებზე ვერ იქნება მორგებული, კანონი უნდა იყოს აბსტრაქტული. ეს არის სამართლის თეორიის ერთ-ერთი დასკვნა. აქედან გამომდინარე, სპეკულაციებისთვის რომ არ დაგვეტოვებინა დიდი სივრცე, პირდაპირ ვთარგმნეთ უკრაინული კანონი და მივიღეთ ის პირველი მოსმენით. შეიძლება ამასაც რუსული კანონი დაუძახონ, ისეთ აბსურდში არიან შესულები ჩვენი ოპონენტები, რომ მათგან ყველაფერია მოსალოდნელი.

მაგრამ ვენეციის კომისიამ თქვა შემდეგი რამ: ერთია სისტემური მიდგომა - ამასაც ვაკეთებთ ცალკე, და ამ [დეოლიგარქიზაციის შესახებ] კანონთან დაკავშირებით თქვა, რომ მისი მიღება შესაძლებელია, ოღონდ 5 კონკრეტული, არსებითად ტექნიკური შენიშვნა არის წარმოდგენილი. ამ 5 შენიშვნას გავითვალისწინებთ, ჩასწორდება კანონი, მივიღებთ და, შესაბამისად [რეკომენდაციების] ეს პუნქტიც იქნება გაზიარებული და ბოლომდე გათვალისწინებული“, - განაცხადა კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი ლაზარე გრიგორიადისზე: პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა არ უნდა დაისაჯოს? - კიდევ რამდენი „ნაცი“ გაბედავს მოძალადის დაცვას, უნდა დავაკვირდეთ
უნგრეთის პარლამენტმა უკრაინის ომთან დაკავშირებით ახალი რეზოლუცია მიიღო
ლევან ხაბეიშვილი - ევროკავშირმა მხარი დაუჭირა პოლონელი ექიმების შესვლას პრეზიდენტ სააკაშვილთან, თუმცა „რუსული ოცნება“ ამ პროცესს მიზანმიმართულად აჭიანურებს
რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს ქვეყანაში არეულობის, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას, რისთვისაც ახალგაზრდებს ფარად იყენებენ
საარჩევნო საკითხებზე ბათუმში მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
არქივი