დედაქალაქის მერმა საავტობუსო ზოლში მოძრაობისთვის განკუთვნილი სტიკერები და QR კოდები რამდენიმე ტაქსის მძღოლს პირადად გადასცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
131 29 მაისი 2023, 14:18

თბილისის მერიის სერვის ცენტრებში A კატეგორიის ტაქსებისთვის საავტობუსო ზოლში მოძრაობისთვის განკუთვნილი სტიკერებისა და საბანკო გადახდებისთვის განკუთვნილი QR კოდების გაცემა დაიწყო.

მაიდენტიფიცირებელ სტიკერს მხოლოდ ის თეთრი ტაქსები მიიღებენ, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება, ხოლო QR კოდის მიღება ამავე კატეგორიის ტაქსის ნებისმიერ მფლობელს შეუძლია.

სტიკერები და QR კოდები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს რამდენიმე ტაქსის მძღოლს პირადად გადასცა და მედიას აღნიშნული სიახლის მიზანი კიდევ ერთხელ განუმარტა.

„22 მაისიდან დავიწყეთ 10 წლამდე ასაკის ტაქსებისთვის ახალი სტიკერების გაცემა. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ საავტობუსო ზოლში იარონ პირველი ივნისიდან, შესაბამისად, ეს სტიკერი იქნება მანიშნობელი იმ ადამიანებისთვის, ვინც სარგებლობს ტაქსის სერვისით. ეს სტიკერი იქნება საქარე მინის მარჯვენა, ზედა მხარეს დაკრული. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა იმისათვის, რომ წავახალისოთ ტაქსის მძღოლები, რათა განაახლონ თავიანთი ავტომობილები. გარდა ამისა, მათ, ვისაც ამის სურვილი აქვთ, ეძლევათ შესაძლებლობა, რომ უსასყიდლოდ გადაეცეთ QR კოდები. ეს ნებაყოფლობითია. QR კოდები მიბმული იქნება ნებისმიერ ანგარიშზე, შეიძლება ეს იყოს საკუთარი, მეუღლის, შვილის და ა.შ. ძალიან მარტივად ხდება გადახდა და მაშინვე აღირიცხება ეს თანხა. ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია ტაქსის მძღოლს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიუვა“, - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა არაუმეტეს 10 წლის ასაკის ტაქსის მძღოლებს, მივიდნენ მუნიციპალურ სერვის ცენტრებში და აიღონ შესაბამისი სტიკერი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით უსუფაშვილი - როგორც იურისტს შემიძლია, გითხრათ, ბრალდება, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია არის სამართლებრივად დაუსაბუთებელი, კონსტიტუცია მთლიანად არის წასაკითხი
არჩილ თალაკვაძე - აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში არაერთხელ გამოუყენებიათ იმპიჩმენტი პრეზიდენტის წინააღმდეგ, საქართველოში რატომ არის ევროპული იდეის წინააღმდეგ, თუ ასე არ არის სხვა დემოკრატიებში
არჩილ თალაკვაძე - საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელმა პროცესმა დაგვანახა, რომ არგუმენტები, რაც ჩვენს გუნდს ჰქონდა იმპიჩმენტის დასაწყებად, საფუძვლიანი და ძალიან სერიოზული იყო
თორნიკე რიჟვაძე უხვი ნალექის შედეგად მიყენებულ ზარალს და გზების წმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
Financial Times: აშშ-ში შიდაპოლიტიკური პოლარიზაცია გავლენას ახდენს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მოკავშირეებსა და პარტნიორებში, განსაკუთრებით უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში
არქივი