თორნიკე რიჟვაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმის, ეკონომიკის ის დინამიკა, რაც აძლიერებს ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენი პასუხი ოპოზიციის იაფფასიან მინი შოუ-პროგრამებზე არის ჩვენი საქმე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
89 30 მაისი 2023, 16:51

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე რეგიონში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბათუმის სწრაფი განვითარებისა და ტურიზმის სფეროში არსებული დინამიკის ფონზე, განსაკუთრებით უსუსურად გამოიყურება რადიკალური ოპოზიცია და მათი იაფფასიანი პროვოკაციები. თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობას მოუწოდა მაქსიმალურად გამოიყენონ ტურისტული სეზონი, მთავრობა კი თავის მხრივ სტაბილურობის და მშვიდობის ფონზე მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სეზონის ეფექტურად ჩატარებას როგორც წელს, ისე მომავალში.

„რაც შეეხება პოლიტიკურ ვითარებას, ამ ყველაფრის ფონზე განსაკუთრებით უსუსურად გამოიყურება რადიკალური ოპოზიცია - „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი შესაბამისი დანაყოფები, აჭარის წარმომადგენლობა. ბუნებრივია ამ სიტუაციაში, კიდევ უფრო იმატებს მათი დესტრუქციული ქმედებები, იაფფასიანი პროვოკაციები. თუმცა, ჩვენთვის მთავარია საქმე, ის ტემპი, ის დინამიკა, რაც აძლიერებს თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, თითოეულ ჩვენს მცხოვრებელს. ბუნებრივია, ჩვენი პასუხი ამ იაფფასიან მინი შოუ-პროგრამებზე არის ჩვენი საქმე. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიუხედავად არსებული პროვოკაციული მცდელობებისა, სეზონი იყოს წარმატებული და მოსახლეობას, კიდევ ერთხელ, მინდა ვთხოვო, მოვუწოდო რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს სეზონი იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი გახდეს კიდევ უფრო ძლიერი ეკონომიკურად, თითოეული ოჯახი გახდეს კიდევ უფრო წელგამართული და რა თქმა უნდა, ჩვენ პოლიტიკური სტაბილურობის, მშვიდობის ფონზე მაქსიმალურად ეფექტურად ჩავატარებთ დაგეგმილ სეზონს როგორც წელს, ასევე მომავალშიც“, - აღნიშნა რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, რეგიონში საზღვაო ტურისტული სეზონი უკვე აქტიურ ფაზაში შედის. 3-4 ივნისს ბათუმში ოფიციალურად საზღვაო ტურისტული სეზონი გაიხსნება. ვიზიტორთა სტატისტიკა აჭარაში მზარდია. საქსტატის მონაცემებით 2023 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტები აჭარაში გაზრდილია, გაორმაგებულია საერთაშორისო ვიზიტები 2022 წელთან შედარებით ( +93%). უნდა აღინიშნოს, რომ პირველ კვარტალში გაზრდილია ასევე განთავსების ობიექტებში დატვირთვა რეგიონში 41%-ით. შესაბამისად ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია 102%-ით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით უსუფაშვილი - როგორც იურისტს შემიძლია, გითხრათ, ბრალდება, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია არის სამართლებრივად დაუსაბუთებელი, კონსტიტუცია მთლიანად არის წასაკითხი
არჩილ თალაკვაძე - აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში არაერთხელ გამოუყენებიათ იმპიჩმენტი პრეზიდენტის წინააღმდეგ, საქართველოში რატომ არის ევროპული იდეის წინააღმდეგ, თუ ასე არ არის სხვა დემოკრატიებში
არჩილ თალაკვაძე - საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელმა პროცესმა დაგვანახა, რომ არგუმენტები, რაც ჩვენს გუნდს ჰქონდა იმპიჩმენტის დასაწყებად, საფუძვლიანი და ძალიან სერიოზული იყო
თორნიკე რიჟვაძე უხვი ნალექის შედეგად მიყენებულ ზარალს და გზების წმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
Financial Times: აშშ-ში შიდაპოლიტიკური პოლარიზაცია გავლენას ახდენს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მოკავშირეებსა და პარტნიორებში, განსაკუთრებით უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში
არქივი