სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან 12 რეკომენდაციის შესრულებისა და რეფორმების განხორციელების საკითხი განიხილა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 30 მაისი 2023, 17:17

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს ევროპული მომავალი, 12 რეკომენდაციისა და რეფორმების განხორციელებაში არსებული გამოწვევების საკითხი განიხილეს.

შარლ მიშელმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის როლი საქართველოს ევროპულ გზაზე მსვლელობის პროცესში და პარტიული დაყოფების დაძლევაში.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოიწვია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოწვევა მიიღო და უახლოეს პერიოდში ვიზიტისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

პრეზიდენტმა მიშელმა ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ  ევროპული საბჭოს 2022 წლის ივნისის ისტორიული გადაწყვეტილება გაიხსენა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მის მტკიცე რწმენას, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ხაზი გაესვა ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართველი ხალხის ურყევი ნება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტმა მიშელმა აღნიშნა, რომ კომისია შემოდგომით, „გაფართოების პაკეტის“ ფარგლებში, ანგარიშს მოამზადებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესახებ, რის შემდეგაც პრეზიდენტი მიშელი გეგმავს, რომ 2023 წლის ბოლო კვარტალში ევროპული საბჭოს დღის წესრიგში შემდეგი ნაბიჯების საკითხი წამოაყენოს.

პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა მეტი პროგრესი  მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიის თავისუფლებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დეოლიგარქიზაციასა და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: ერთი ტური აქვს პროპორციულ არჩევნებს, მეგობრებო. უნდა მობრძანდეთ ყველანი ამ ერთ ტურში, მეორე ტური აღარ იქნება. რასაც ვაკეთებდით ხოლმე ჩვენ მეორე ტურში, უნდა ვქნათ ახლა, ორ დღეში - 26 ოქტომბერს. ქუდზე კაცი!
მამუკა მდინარაძე: ასობით ათასი გულწრფელი ადამიანიდან სამს, ოთხს ნახავენ ხოლმე, ვისაც ან დააბნევენ, ან რაღაცას წამოაცდენინებენ. ისტერიულად დასდევდნენ მთელი დღის განმავლობაში ამ ხალხს
ირაკლი კობახიძე: გახარიას მაგალითი არის ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც აჩვენებს, რამდენად დაუშვებელია რომელიმე აგენტის ძალაუფლებასთან გაკარება
ირაკლი კობახიძე: ვაფრთხილებთ საზოგადოებას, ძალიან მყარი პოზიცია უნდა დაფიქსირდეს, არის არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, არჩევანი აუცილებლად მშვიდობის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს
ირაკლი კობახიძე: ასეთი არჩევანი დგას - ერთმანეთს უპირისპირდება „ქართული ოცნება“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ისინი თავად აცხადებენ საკუთარ თავს ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებად
არქივი