წავკისში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 30 მაისი 2023, 21:37

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, დიდგორისა და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები ხორციელდება. აღნიშნულ მისამართებზე პირველად მოეწყო სანიაღვრე ქსელი. ხოლო, საგზაო ასფალტის ორფენიანი საფარი ჯამში, 10 000 კვ. მ ფართობზე დაიგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური.

ამჟამად, დიდგორის ქუჩის ნაწილზე უკვე დაიგო ასფალტის პირველი ფენა, ხოლო ნაწილზე სამუშაოების პირველი ეტაპი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

„აღნიშნულ ორ ქუჩაზე საავტომობილო გზა არასდროს ყოფილა და ადგილობრივ მცხოვრებლებს, განსაკუთრებით უხვი ნალექის დროს, გადაადგილება უჭირდათ. შესაბამისად, ეს პრობლემა მალე მოეხსნებათ. ჯამში, 10 000 კვ მ. ფართობზე დაიგება ასფალტი და მოვიცავთ ყველა ჩიხს. გზის საფარის მოწესრიგებასთან ერთად, სანიაღვრე ქსელს ვაწყობთ. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ვგეგმავთ ასევე წავკისში, სააკაძის ქუჩის რეაბილიტაციასაც“, - განაცხადა კირკიტაძემ.

ინფრასტრუქტურულ პროექტს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „პარმა“ ასრულებს, რისთვისაც ჯამში 1 800 000 ლარამდეა გამოყოფილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ისეთი შთაბეჭდილება რჩება საზოგადოებას და ყველა ჩვენგანს, თითქოს პრეზიდენტს პირდაპირ მოსთხოვეს, რომ ფარცხალაძისთვის არ შეეწყვიტა მოქალაქეობა
პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ტრიბუნიდან საერთაშორისო საზოგადოებას პრინციპულად კიდევ ერთხელ უთხრა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმ პროგრესის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვ
საქართველოს პარლამენტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ნიკა მელია გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს
ბორჯღალოსნებმა პორტუგალიასთან ფრედ ითამაშეს
არქივი