ეკა სეფაშვილი: რუსეთის მიერ ფრენების ცალმხრივად აღდგენა ანტიდასავლური პოლიტიკის ნაწილია და ამ გამოწვევას ევროკავშირმა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებით უნდა უპასუხოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
103 31 მაისი 2023, 00:40
„ფრენები აღადგინა რუსეთმა ცალმხრივად არა იმიტომ, რომ ქართველები უყვარს და საქართველოს მიმართ არის ძალიან კეთილგანწყობილი, არამედ ეს არის მისი ანტიდასავლური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. მან გამოიწვია ევროკავშირი და ევროკავშირმა უნდა გასცეს პასუხი ამ გამოწვევას. ვფიქრობ, ერთადერთი სწორი პასუხი ამ გამოწვევაზე არის ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთი თავისი ნაბიჯით ევროპის გამოწვევას ცდილობს, ევროპისგან კი ყველაზე სწორი პასუხი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება იქნება.
„ფრენები აღადგინა რუსეთმა ცალმხრივად არა იმიტომ, რომ ქართველები უყვარს და საქართველოს მიმართ არის ძალიან კეთილგანწყობილი, არამედ ეს არის მისი ანტიდასავლური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. მან გამოიწვია ევროკავშირი და ევროკავშირმა უნდა გასცეს პასუხი ამ გამოწვევას. ვფიქრობ, ერთადერთი სწორი პასუხი ამ გამოწვევაზე არის ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება. ეს დემარში, ანუ ისრების ჩვენზე გადმოწევა, არის იმის მცდელობა, რომ ამაში დაადანაშაულონ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც რეალურად უდანაშაულოა. მეორე მხრივ თუ მივუდგებით, რომ სანქციებს უნდა შეუერთდეს საქართველო, ჩვენ პირველივე დღიდან შევუერთდით საერთაშორისო სანქციებს. როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი ახალი დაწყებული იყო, ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებდა VTB ბანკი, რომელიც მოექცა სანქციებში, პარასკევიდან ორშაბათ დღემდე შუალედში ეს ბანკი უკვე აღარ არსებობდა. ეს მოახერხა ეროვნულმა ბანკმა ორ დღეში, შაბათ-კვირის განმავლობაში მისი აქტივები ისე გადაანაწილა სხვადასხვა არასანქცირებულ ბანკებს შორის, რომ მომხმარებლის ინტერესები არ დაზარალებულა.
ჩვენ შევუერთდით ყველა საერთაშორისო სანქციას. მაგალითად, ჩვენი საბაჟო ძალიან მკაცრად აკონტროლებს არასანქცირებული ტვირთების გადაზიდვას. გუშინ მოვიძიე ინფორმაცია და, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 1200-ზე მეტი არასანქცირებული ტვირთი, მათ შორის ევროკავშირიდან შემოსული, არის გაბრუნებული საზღვრიდან. ასე რომ ჩვენ ამ ყველაფერს ზედმიწევნით ვასრულებთ, მაგრამ, მეორე მხრივ, სანქციებში იმიტომ კი არ მოვაქციეთ რუსეთი, რომ ევროკავშირს უნდოდა თავისი ეკონომიკის საფრთხის ქვეშ დაყენება, მაგალითად, გერმანიაში ეკონომიკური რეცესიაა, არამედ იმიტომ, რომ რუსეთი ამ ეკონომიკური სანქციებით ჩაეყენებინათ არასახარბიელო მდგომარეობაში, ეწვნია ამ სანქციებით გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგი და წასულიყო დათმობებზე. აქედან გამომდინარე, პატარა საქართველომ, რომლის მთლიანი ექსპორტი რუსეთის მთლიანი ვაჭრობის საერთო მოცულობის 0.3%-ია, რანაირად უნდა აგრძნობინოს რუსეთს დისკომფორტი ამ მიმართულებით? უბრალოდ დაზარალდებოდა ქართველი ხალხი და საქართველოს ეკონომიკა, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში ორნიშნა რიცხვით გაიზარდა და ახლაც 7%-იანი ზრდა ფიქსირდება, ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით ამ წლის ბოლოს ერთ სულზე 8 000 იქნება შემოსავალი და 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი გაიზრდება 15 000 $-მდე.“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
შალვა პაპუაშვილი: EPP-ის მიერ რეზოლუციის პროექტში შეტანილი ასეთი ჩანაწერები ნათლად აჩვენებს, რამდენად აცდენილია იგი რეალობას, ასევე კარგად აჩვენებს, რა წარმოდგენა აქვთ საქართველოს საჭიროებების, ტკივილისა და ბრძოლების შესახებ
იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილი ქართველმა ხალხმა უნდა გაასამართლოს, რომ ქვეყნის პერსპექტივა, შანსი ვერ გამოიყენა
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც სახელმწიფო მიწების მითვისებაშია ეჭვმიტანილი, თანამდებობიდან გადადგა
ლევან ნიკოლეიშვილი - რეზოლუციით ფაქტობრივად ითხოვენ ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას და გამჭვირვალობის კანონის არ მიღებას, რათა საქართველოში კვლავ შავი ფული შემოვიდეს და ამით შეძლონ დესტრუქციული ძალების დაფინანსება
არქივი