მედიაორგანიზაცია OC Media-მ შალვა პაპუაშვილს არასწორი კომუნიკაციის გამო ბოდიში მოუხადა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
190 14 სექტემბერი 2023, 14:40
სამხრეთ კავკასიის ამბებზე მომუშავე მედიაორგანიზაცია OC Media-ს ბოდიშის მოხდა და განმარტების გაკეთება მოუწია იმაზე, თუ რატომ არ გამოაქვეყნეს ცალკე ამბად შალვა პაპუაშვილის პასუხი მათ ბრალდებებზე, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ოფისსა და მედიაორგანიზაციას შორის ეს შეთანხმება შედგა.

მედიაორგანიზაცია არასწორ კომუნიკაციაზე საუბრობს და ბოდიშს იხდის.

ივნისში პარლამენტის თავმჯდომარის ოფისმა მედიაორგანიზაციას შალვა პაპუაშვილის წერილი გაუგზავნა გამოსაქვეყნებლად, თუმცა OC Media-მ უარი განაცხადა წერილის გამოქვეყნებაზე, რის შესახებაც პარლამენტის თავმჯდომარის ოფისმა ინფორმაცია მედიაორგანიზაციის დონორებს მიაწოდა.

სწორედ ეს ფაქტი შეაფასა მედიაორგანიზაციამ ზეწოლად. ამის შემდეგ კი გამოცემის რედაქტორს მათ ბრალდებებზე შალვა პაპუაშვილის პასუხი გაეგზავნა, რომელშიც განმარტებული იყო, რატომ შედგა საუბარი მათსა და დონორებს შორის და შეთანხმდნენ, რომ ეს ინფორმაცია ორგანიზაციას ცალკე უნდა გამოექვეყნებინა, რაც არ გაკეთდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი