შალვა პაპუაშვილი სააკაშვილზე: ამაზე მდაბიო საქციელი რა უნდა იყოს, რომ ბიუჯეტიდან ფული აიღო და საკუთარი შვილის სკოლის ფული იხადო - წარმოგიდგენიათ, ამ ადმიანს მხარს უჭერენ, ეს არის იდეალი რომელიც ევროპაშია?! სააკაშვილია იდეალი მათთვის?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
193 15 სექტემბერი 2023, 00:11

როგორც ჩანს თავდაცვის სამინისტრომ ჩაიხედა საიდუმლო დოკუმენტებში და აღმოაჩინა საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს და დაინტერესდნენ შესაბამისი სტრუქტურები. როგორც ჩანს არის იმის ნიშნები, რომ ხდებოდა ბიუჯეტის თანხების გაფლანგვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესს.

„მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხრომით ცხოვრების შესახებ ბიუჯეტის ხარჯზე, ალბათ რთული წარმოსადგენი იყო, კიდევ რა უნდა მოგვესმინა. ადამიანი საკუთარი შილის სკოლის გადასახადს ბიუჯეტიდან აფინანსებდა, ამაზე მდაბიო საქციელი რა უნდა იყოს, რომ ბიუჯეტიდან ფული აიღო და საკუთარი შვილის სკოლის ფული იხადო, მაშინ, როდესაც სხვებს ეს შესაძლებლობა არ ჰქონდეს. წარმოგიდგენიათ, ამ ადამიანს მხარს უჭერენ, ეს არის იდეალი, რომელიც ევროპაშია, მიხეილ სააკაშვილია იდეალი მათთვის?!

ის სურათი ევროპის, რომელსაც ჩვენ ვხედავთ სააკაშვილთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად მახინჯი სურათი ევროპისა და ეს არ არის ის ევროპა, რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფვით. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ყველამ შეაფასოს ის რეალობა, რომელიც არის. მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც შექმნა წამების სისტემა, კორუფციისა და ძალადობის სისტემა, ევროპელ პოლიტიკოსებს ჰყავთ რაღაცნაირად გამოყვანილი როგორც გმირი მებრძოლი, მნიშვნელოვანია ის, რომ მათ შორის უცხოელი პოლიტიკოსებიც მხილებული იყვნენ ასეთი ადამიანის მხარდაჭერაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი