ანტონიო გუტერეში - ჩვენ მოწმენი ვართ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისა, რაც უპრეცედენტოა ნებისმიერ კონფლიქტთან შედარებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
134 20 ნოემბერი 2023, 22:56

ჩვენ მოწმენი ვართ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისა, რაც უპრეცედენტოა ნებისმიერ კონფლიქტთან შედარებით, მას შემდეგ, რაც მე გენერალური მდივანი ვარ, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

ანტონიო გუტერეშის თქმით, ღაზაში მიმდინარე ომს ათასობით ბავშვი ემსხვერპლა.

გუტერეშის თქმით, მისი მმართველობის დროს გამოქვეყნებულ ყველა ანგარიშში კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან დაკავშირებით, ცხადი იყო, რომ ღაზაში მიმდინარე ომში ათასობით ბავშვი დაიღუპა, მაშინ როდესაც იემენისა და სირიის კონფლიქტებში ასეულებით მსხვერპლზე იყო საუბარი.

ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმების შედეგად, დაახლოებით, 13 000 ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე, 5 500 ბავშვი დაიღუპა.





სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი