ლოიდ ოსტინი - უკრაინა ამერიკისგან 100 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 20 ნოემბერი 2023, 22:59

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინა ამერიკისგან 100 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს. ოსტინმა აღნიშნული განცხადება უკრაინის ოფიციალურ პირებთან, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

დიპლომატის თქმით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ისეთ იარაღს, როგორიცაა ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

„ჩვენი მხარდაჭერა გრძელდება. ნება მომეცით, გითხრათ, რომ ამერიკელებსა და ხალხზე მთელს მსოფლიოში შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა გამბედაობამ, ერთგულებამ და მზადყოფნამ გააკეთო ის, რაც საჭიროა უკრაინის სუვერენიტეტის დასაცავად“, – აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას მადლობა გადაუხადა ამერიკას დახმარების ახალი პაკეტისთვის.

„აშშ-სგან გვაქვს ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვის ახალი პაკეტი. ამისთვის მადლიერი ვარ. კერძოდ, იქნება მეტი არტილერია, ჭურვები, რაც ახლა საჭიროა“, – განაცხადა ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე: 15 დეკემბერს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად დედაქალაქში ყველა ილუმინაცია აინთება
პენსიონერთა უფლებების დაცვის მიზნით, სებ-ი საპენსიო სესხების რეკლამირებას კრძალავს
ლევან ხაბეიშვილი - ქართველ ხალხს აშშ-სგან სრული მხარდაჭერა აქვს - გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, ხელებს ჩავკიდებთ ერთმანეთს, პარტნიორებს შევიძენთ და რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს დავამარცხებთ
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების ცენტრი გაიხსნა
არქივი