ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას ესმის, რომ ევროკავშირში გზა დამსახურებების გზაა და არა საჩუქრების, ამიტომ სამუშაოს საკუთარი ნაწილის რეალიზებას ახდენს - გვჯერა, რომ ევროკავშირი მზად იქნება გზის თავისი ნაწილის გასავლელად უკრაინისკენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
123 21 ნოემბერი 2023, 19:20

გვჯერა, რომ უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკავშირი მზად იქნება გზის თავისი ნაწილის გასავლელად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან რეკომენდაციების შესრულების მხრივ უკრაინის პროგრესი განვიხილეთ - ყველაფერი, რისი გაკეთებაც უკრაინას მოუწევს. ყველაფერს ვაკეთებთ და ვასრულებთ…

უკრაინას ესმის, რომ ყოველი ქვეყნის ევროკავშირში გზა - ეს დამსახურებების გზაა და არა საჩუქრების, ამიტომ უკრაინა სამუშაოს თავის ნაწილის რეალიზებას ახდენს…

ამიტომ გვჯერა, რომ ევროკავშირი მზად იქნება გზის თავისი ნაწილის გასავლელად უკრაინისკენ, როგორც დაპირებული იყო - რომ წლის ბოლომდე, დეკემბერში, შედეგი იყოს ჩვენთვის ასეთი სასურველი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად და სრულუფლებიანი ევროინტეგრაციის პროცესის მოახლოებაზე”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ 10 წლის წინ კიევში მაიდანზე მთელმა ევროპამ დაინახა თუ რამდენს ნიშნავს ევროკავშირის დროშა უკრაინისთვის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: მინდა, მკაცრად გავაფრთხილო ყველა ის პირი, ვინც კომისიის წინაშე იქნება მოწვეული - არ არის საჭირო ცეცხლთან თამაში, არ არის საჭირო საგამოძიებო კომისიასთან თამაში
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის შეწყვეტა სურს
თეა წულუკიანის ინფორმაციით, დროებითი საგამოძიებო კომისიის 21 თებერვლის სხდომაზე გამოსაკითხად, სავარაუდოდ, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ნათია მოგელაძესა და ლევან გაჩეჩილაძეს დაიბარებენ
სოზარ სუბარი: 2008 წელს სააკაშვილმა დაინახა, რომ მაჟორიტარულ არჩევნებს აგებდა და კოდორის ხეობა საარჩევნო მიზნით, ერთჯერადად შემოუერთა მესტიას და იქ განლაგებული 3000 ჯარისკაცის ხმა წამოიღეს მესტიაში
არქივი