თამთა მეგრელიშვილი: ერთადერთი არჩევანი და გამოსავალი რაც სააკაშვილს აქვს, არის ის, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს, მაგრამ სამართლებრივად ეს არის შეუძლებელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 21 ნოემბერი 2023, 20:08

„ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ. მეგრელიშვილი აცხადებს, რომ სამართლებრივად, უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა არის შეუძლებელი.

„კანონი ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს და გასცემს პასუხს. არის მიმდინარე საქმეები, რომლებშიც (უდანაშაულობის პრეზუმფციას, რა თქმა უნდა, არ დავარღვევ, მაგრამ დიდი ალბათობით), მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
როდესაც ვსაუბრობთ მიხეილ სააკაშვილზე, ერთადერთი არჩევანი და გამოსავალი რაც მას აქვს, არის ის, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს, მაგრამ სამართლებრივად ეს არის შეუძლებელი, რადგან სამართლებრივად, უცხო ქვეყნის მოქალაქე არ შეიძლება ამგვარ პოლიტიკურ პროცესებში იყოს ჩართული. გამორიცხულია, ის იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში იმ მოცემულობით, რა მოცემულობაშიც ახლა არის მიხეილ სააკაშვილი. 2012 წლიდან დღემდე კანონზე მაღლა საქართველოში არავინ დგას, მათ შორის, არც საქართველოს პრეზიდენტი. სწორედ ამიტომ ამოქმედდა ის პროცედურები და სამართლებრივი მექანიზმები მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, რომ დიახ, საქართველოში კანონზე მაღლა არავინ დგას. ეს არის ჯანსაღი სამართლებრივი სახელმწიფოს ძალიან სწორი ხედვა და ხელწერა“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე: 15 დეკემბერს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად დედაქალაქში ყველა ილუმინაცია აინთება
პენსიონერთა უფლებების დაცვის მიზნით, სებ-ი საპენსიო სესხების რეკლამირებას კრძალავს
ლევან ხაბეიშვილი - ქართველ ხალხს აშშ-სგან სრული მხარდაჭერა აქვს - გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, ხელებს ჩავკიდებთ ერთმანეთს, პარტნიორებს შევიძენთ და რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს დავამარცხებთ
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების ცენტრი გაიხსნა
არქივი