ოლაფ შოლცი - 2024 წელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობის წელი უნდა იყოს, ეს არის შესაძლებლობა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 27 აპრილი 2024, 13:20
2024 შეიძლება და უნდა იყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობის წელი, ეს არის შესაძლებლობა და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა, –  ამის შესახებ ბერლინში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრისას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი და ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად, ამის შანსები იმაზე უკეთესია, ვიდრე დიდი ხნის განმავლობაში ყოფილა. სწორედ ამიტომ, სწორია, რომ ახლა პირდაპირი პირადი კონტაქტი გაქვთ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან. მიუნხენში ჩვენს ბოლო შეხვედრაზე ორივემ დამარწმუნეთ, რომ გადაუწყვეტელი საკითხები მხოლოდ მშვიდობიანად მოგვარდება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

კანცლერმა ორივე ქვეყანას მოუწოდა, გამოიჩინონ ნება და გამბედაობა აუცილებელ კომპრომისებზე წასასვლელად.

„2024 შეიძლება და უნდა იყოს რეგიონისთვის მშვიდობის წელი. ეს არის შესაძლებლობა და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა. ბოლო ცნობები დემარკაციის ხაზთან დაკავშირებით წინასწარი შეთანხმების შესახებ იმედისმომცემია. ახლა დროა, ეს იმპულსი შენარჩუნდეს და მომდევნო გამბედავი ნაბიჯები გადაიდგას“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

გერმანიის ლიდერის თქმით, ილჰამ ალიევთან ასევე განიხილა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ამ ომის გავლენა აზერბაიჯანსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონზე.

საუბარი ასევე შეეხო კლიმატურ პოლიტიკასაც. გერმანიის კანცლერმა დადებითად შეაფასა აზერბაიჯანის გეგმა, 2030 წლისთვის 30%-მდე გაზარდოს განახლებადი ენერგიის წილი ელექტროენერგიის სექტორში. ოლაფ შოლცის თქმით, გერმანიის მიზანია, ეს წილი ქვეყანაში 80 %-ს შეადგენდეს. როგორც შოლცმა აღნიშნა, 2029 წლის გლობალური კლიმატური კონფერენცია ბაქოში არის კლიმატური პოლიტიკის საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების დიდი შესაძლებლობა როგორც მსოფლიოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის.

„აზერბაიჯანი არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროპის მომარაგების უსაფრთხოებისთვის, მათ შორის ენერგეტიკის საკითხებში. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც იყო და არის მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ენერგომომარაგების სტაბილურობაში“, – განაცხადა შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ ალიევთან სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის როლი, ასევე ადამიანის უფლებების მხრივ სიტუაცია განიხილა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია დიმიტრი ჩიქოვანზე: ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ როდესაც „მოლოტოვის კოქტეილებით“ კანონის მსახურებზე თავდასხმას, ასევე რადიკალიზაციას ახალისებ და აფინანსებ, შესაბამისად, გამოძახილს უნდა ელოდო
დღეს ევროპის დღეა - დღე, როდესაც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეები ერთობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას აღნიშნავენ
დავით ქართველიშვილი: სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირს არ გააჩნია საკუთარი საგარეო პოლიტიკა და ელოდება, რას გააკეთებს ან რას უბრძანებს შეერთებული შტატები
უკრაინის გენერალური პროკურატურა - უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 546 ბავშვი დაიღუპა
რატი ბრეგაძე ფარულ ჩანაწერებზე: ესენი არიან ბოლშევიკები, რომლებსაც ამჟამად მოხვეული აქვთ ევროკავშირის დროშა და ცდილობენ საზოგადოებას თავი მოაჩვენონ ანგელოზებად. სინამდვილეში, ისინი წარმოადგენენ რეჟიმს, რომელიც აწამებდა ადამიანებს
არქივი