დავით ქართველიშვილი: სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირს არ გააჩნია საკუთარი საგარეო პოლიტიკა და ელოდება, რას გააკეთებს ან რას უბრძანებს შეერთებული შტატები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 09 მაისი 2024, 14:01
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მიერ AZERTAC-თან და AzTV-სთან მიცემული ინტერვიუს ნაწილის თარგმანს ავრცელებს.

„სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ მწვავედ გააკრიტიკა ევროკავშირი AZERTAC-თან და AzTV-სთან ინტერვიუში. სლოვაკეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი „შეყვარებულია საკუთარ თავზე“.

„ევროკავშირმა დაარწმუნა საკუთარი თავი, რომ ის არის საუკეთესო ადგილი მსოფლიოში და აქვს უფლება ასწავლოს სხვებს. თუმცა, სხვა ქვეყნები შეიძლება იყვნენ ჩვენზე უკეთესი. ხანდახან მეჩვენება, რომ ევროპული შესაძლებლობები ევროკავშირში თანდათან იწურება. ჩვენ გვიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ გავიგოთ, რა არის ევროკავშირში ნორმალური და რა - არანორმალური“, - განაცხადა რ. ფიცომ.

სტრასბურგში, ევროპარლამენტის მოახლოებულ არჩევნებზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანია არ არის აგებული იმაზე, თუ ვინ შექმნის უკეთეს სოციალურ და ეკონომიკურ პირობებს.

„ბოდიშს გიხდით, ამ კამპანიაში განიხილება რამდენი ტუალეტია საჭირო გარკვეულ ადგილებში - ორი თუ სამი, როდესაც საუბარი ტრანსგენდერებს ეხება. დღეს ევროპაში ეს თემები მოდაშია. თუმცა საზოგადოებისთვის ამას არანაირი პროგრესი არ მოაქვს. ევროკავშირი ძალიან ამბიციური ხდება და ეს ჩვენთვის ცუდია". 

სლოვაკეთის ლიდერმა დასძინა, რომ ევროკავშირს არ გააჩნია საკუთარი საგარეო პოლიტიკა და „ჩვენი მუდმივი სწორება ატლანტიკის ოკეანის მეორე მხარეზეა. ვიყურებით იქ და ველოდებით რას გააკეთებს ან რას გვიბრძანებს შეერთებული შტატები“. - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: „ნაცმოძრაობა“ სიძულვილით მოქმედებდა თავის დროზე ხელისუფლებაში და იმავეს აკეთებს ოპოზიციის რიგებიდან, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ომის ნაცვლად, ქვეყნის ერთგულება ღალატის ნაცვლად და სიყვარულით გაერთიანება სიძულვილის ნაცვლად
ირაკლი კობახიძე: სოციოლოგიური კვლევის თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი, უმრავლესობის საღმა აზრმა აუცილებლად უნდა გამარჯვოს
ირაკლი კობახიძე: აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას შურს უკრაინელების, ეს არ არის შემთხვევითი წამოცდენა, მთავარი დავალება, რაც ამ ადამიანებს ამოძრავებთ, არის ის, რომ საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს
ირაკლი კობახიძე: გამჭვირვალობის კანონზე ახალგაზრდებთან დისკუსიის შეთავაზება ძალაში რჩება, იმედი მაქვს, ერთი ჯგუფი მაინც თავს დააღწევს რადიკალების ბულინგს და მონაწილეობას მიიღებს საჯარო დისკუსიაში
შარლ მიშელი - ევროკავშირი სამძიმარს გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ასევე დელეგაციის სხვა წევრებისა და ეკიპაჟის დაღუპვის გამო
არქივი