შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციისა და „ენჯეოების“ ჯგუფის სახით ანტიქართული მოძრაობა გაფორმდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 27 აპრილი 2024, 13:59

ოპოზიციისა და „ენჯეოების“ ჯგუფის სახით ანტიქართული მოძრაობა გაფორმდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მესტიაში განუცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კომენტარი გააკეთა შვიდი ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.

„ოპოზიციის და „ენჯეოების“ ჯგუფი უკვე გაფორმებული სიმბიოზია. აქამდე ცდილობდნენ, რომ ფარული ყოფილიყო, დღეს კი უკვე ხილულია. ეს ერთი სიმბიოზია, ერთი ორგანიზმია „ენჯეოების“ გარკვეული ჯგუფისა და ოპოზიციის, რომელსაც დამფინანსებელიც ერთი ჰყავს, მფარველიც ერთი ჰყავს, შემგულიანებელიც ერთი ჰყავს და გეგმების დამსახველიც ერთი ჰყავს. ეს ანტიქართული მოძრაობაა, რომელიც გაფორმდა ოპოზიციისა და „ენჯეოების“ ჯგუფის სახით. კარგია, რომ ეს ანტიქართული მოძრაობა ქართველმა ხალხმა დაინახოს. ჩამოიხსნეს ყველა ნიღაბი და ყველასთვის ნათელი გახდა, რასთან გვაქვს საქმე – ეს ერთი პატარა დაჯგუფება, საბოლოო ჯამში, როგორც ანტიქართული მოძრაობა ასე გაფორმდება და ასე დაინახავს ქართველი ხალხი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია - „ქართული ოცნების“ მატარებელი გასულია სადგურიდან და მოუსავლეთში მიდის
სინამდვილეში ეს ყველაფერი ხომ ემსახურება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას და რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებას და უკან შეყვანას! არ გამოვა ეს
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
რატი იონათამიშვილი: როგორ დაიწყო ძალადობა და ბულინგი?! პირველი იყო ელისაშვილის თავდასხმა უმრავლესობის ლიდერზე, ასევე პირველი იყო ხელისუფლების წარმომადგენლების ტელეფონების გასაჯაროება, თუმცა, ოპოზიციასავით ტირილი არ დაგვიწყია, გვირეკავენო
მამუკა მდინარაძე: რუსული და ცუდი რომ ვერაფერი მოძებნეს კანონპროექტში, ბოლოს სათაურს ჩაეჭიდნენ, სტიგმატიზაციას ახდენსო - ნეგატიურ კონტექსტში სასტიგმატიზაციო მხოლოდ მაშინ ხდება დაფინანსება, როცა ანტიეროვნულ საქმეებს ემსახურება
არქივი