ნიკა გვარამია - „ქართული ოცნების“ მატარებელი გასულია სადგურიდან და მოუსავლეთში მიდის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 09 მაისი 2024, 16:24

ჩვენ ვართ ვეფხისტყაოსნის ქვეყანა. ეს ის შემთხვევა არ არის, როცა „შიში შეიქმს სიყვარულსა“, იქ სხვა შიშზე არის ლაპარაკი - საღვთოზე. ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ღმერთი ჰქონია თავისი თავი, მაგრამ ღმერთი კი არა ბოლო ნაძირალაა, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ სანამ დრო ჯერ კიდევ არის „გაჩერდნენ“. „ჩვენ ვეფხისტყაოსნის ქვეყანა ვართ. ეს ის შემთხვევა არ არის, როცა „შიში შეიქმს სიყვარულსა“, იქ სხვა შიშზე არის ლაპარაკი - საღვთოზე. ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ღმერთი ჰქონია თავისი თავი, მაგრამ ღმერთი კი არა ბოლო ნაძირალაა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ის არის ამ ქვეყნის მტერი, ის არის უზურპატორი და უზურპატორი ხელისუფლებიდან უნდა გავუშვათ. ეს კაცი დგას ჩვენსა და ნათელ მომავალს შორის, ჩვენი შვილების ნათელ მომავალს და ჩვენს შვილებს შორის. ჩვენი დიდი წინაპრების ოცნებებსა და მისწრაფებებსა და ამ მიზნების ახდენას შორის. ამიტომ ეს კაცი უნდა გავწიოთ. მორევაზე ნუ გადადიან! - იმიტომ, რომ თუ მორევაზე გადაიყვანენ პროცესებს, მათი დამცველი ამ ქვეყანაში აღარავინ აღარ დარჩება და პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება მათი დაცვა. არა და მოდის დრო, როცა ძალიან დასჭირდებათ ეს ამბავი და დასჭირდებათ ამ ქვეყნის პატრიოტი მოქალაქეების მიერ დაცვაც. იმიტომ, რომ პირველი ის „ვანდერლოგები“ შეესევიან, ვისაც დღეს ქართველ პატრიოტებს უსევენ. ამიტომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მათი პირადი ინტერესებიდან გამომდინარეც გაჩერდნენ სანამ დროა, გაჩერდნენ. დრო ნამდვილად ჯერ კიდევ არის. რაც შეეხება იმას რასაც აკეთებენ, კვლავ გავიმეორებ, ეს ვეფხისტყაოსნის ქვეყანაა და ამ დიდ წიგნშია ნათქვამი, რომ კეთილი სძლევს ბოროტს. ეს ის შემთხვევაა, როცა კეთილი აუცილებლად გაიმარჯვებს“, - განაცხადა გვარამიამ.

გარდა ამისა, გვარამია ჟურნალისტებთან საუბრისას გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ყველა ტექსტი არის დამონტაჟებული, ყველა მასალა არის უკანონოდ მოპოვებული, კატეგორიულად ავთენტურობას გამორიცხავს“.

„სამარცხვინო ამბავია, რასაც ხელისუფლება აკეთებს. ჯერ ერთი არის ფაბრიკაცია, აბსოლუტურად ყველა. მერე არის უკანონო სადღაც დამონტაჟებული, კომპიუტერში შესული, მოსმენილი და ა.შ. ჩემი აზრით, სირცხვილია ამაზე საუბარიც, უკანონო ჩანაწერების განხილვა, ფაბრიკაციებში შესვლა. არავის ეს არ აინტერესებს. ჩავლილი აქვს ამ მატარებელს. „ქართული ოცნების“ მატარებელი გასულია სადგურიდან და მიდის მოუსავლეთში. დროზე ჩამოხტნენ იმიტომ, რომ ეს ძალიან ცუდი მატარებელია. არ შევალ არაფერ სისულელის განხილვაში. იმიტომ, რომ ყველა ტექსტი არის დამონტაჟებული, ყველა მასალა არის უკანონოდ მოპოვებული, კატეგორიულად გამოვრიცხავ ავთენტურობას და არ მაღელვებს ვინ სად, როდის და რა თქვა და რა გამოაქვეყნა“, - აღნიშნა გვარამიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: „ნაცმოძრაობა“ სიძულვილით მოქმედებდა თავის დროზე ხელისუფლებაში და იმავეს აკეთებს ოპოზიციის რიგებიდან, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ომის ნაცვლად, ქვეყნის ერთგულება ღალატის ნაცვლად და სიყვარულით გაერთიანება სიძულვილის ნაცვლად
ირაკლი კობახიძე: სოციოლოგიური კვლევის თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი, უმრავლესობის საღმა აზრმა აუცილებლად უნდა გამარჯვოს
ირაკლი კობახიძე: აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას შურს უკრაინელების, ეს არ არის შემთხვევითი წამოცდენა, მთავარი დავალება, რაც ამ ადამიანებს ამოძრავებთ, არის ის, რომ საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს
ირაკლი კობახიძე: გამჭვირვალობის კანონზე ახალგაზრდებთან დისკუსიის შეთავაზება ძალაში რჩება, იმედი მაქვს, ერთი ჯგუფი მაინც თავს დააღწევს რადიკალების ბულინგს და მონაწილეობას მიიღებს საჯარო დისკუსიაში
შარლ მიშელი - ევროკავშირი სამძიმარს გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ასევე დელეგაციის სხვა წევრებისა და ეკიპაჟის დაღუპვის გამო
არქივი