გადაადგილება ქვეშეთიდან კობამდე, ნაცვლად ერთი საათისა 15 წუთში იქნება შესაძლებელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 27 აპრილი 2024, 23:31

ჩვენ 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვითი სამუშაოები დავასრულეთ. ეს არის უნიკალური მშენებლობა. მსგავსი პროექტები საავტომობილო გზების დეპარტამენტს საქართველოში არასდროს ჰქონდა განხორციელებული, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი წერეთელმა ქვეშეთის კობთან დამაკავშირებელ 9 კმ-იან გვირაბზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

„გვირაბს ასევე უკეთდება საევაკუაციო 9-კილომეტრიანი, 6 მეტრი დიამეტრის გვირაბი. აღნიშნულ 23-კილომეტრიან მონაკვეთში ასევე კეთდება დამატებით 4 გვირაბი და 5 უნიკალური ხიდი. ანალოგიური ხიდები საქართველოში არ აშენებულა. ეს პროექტი მთელი ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გადაადგილების დრო, ქვეშეთიდან კობამდე, ნაცვლად ერთი საათისა 15 წუთში იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა გიორგი წერეთელმა

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი