ასე იქცა ივანიშვილი იმ რეჟიმის გაგრძელებად, რომელიც ქართველმა ხალხმა, მასთან ერთად, 2012 წელს მოიშორა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 10 მაისი 2024, 01:44

დღეს არც სააკაშვილს აქვს შანსი დაბრუნდეს არჩევნებით და არც ივანიშვილს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში დარჩეს. ზუსტად ამიტომ, ერთდროულად ალაპარაკდა ორივე რევოლუციაზე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

გიორგი გახარიას განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი იქცა იმ რეჟიმის გაგრძელებად, რომელიც ქართველმა ხალხმა, მასთან ერთად, 2012 წელს „მოიშორა“.

„ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ქვეყანაში ორი რამ შეიცვალა: მან ღიად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული მომავალი და ჩვენს მოქალაქეებზე ზონდერების მიერ ფიზიკური ძალადობა დააბრუნა, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი. ასე იქცა ივანიშვილი იმ რეჟიმის გაგრძელებად, რომელიც ქართველმა ხალხმა, მასთან ერთად, 2012 წელს მოიშორა.

ფაქტია, დღეს არც სააკაშვილს აქვს შანსი დაბრუნდეს არჩევნებით და არც ივანიშვილს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში დარჩეს. ზუსტად ამიტომ, ერთდროულად ალაპარაკდა ორივე რევოლუციაზე. ამაში ემთხვევიან ერთმანეთს, არც ერთს არ აწყობს, რომ ჩვენ მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე. არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება, გარანტირებულად ორივეს დამარცხებას ნიშნავს.

სამწუხაროდ მსგავს ვითარებაში ჩვენ პირველად არ ვართ, ამიტომ ამჯერად დაუსჯელი ვერავინ დარჩება, ამიტომ ამჯერად მაინც! სამართლიანობა უნდა აღდგეს ყველასთვის. ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენ შვილებს იგივე წრეზე სიარული მომავალში აღარ მოუწიოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
როდესაც „გლობალური ომის პარტიაზე“ ვსაუბრობთ, ამაში შეგიძლიათ მოიაზროთ ყველა ის ჯგუფი და კავშირები, რომელიც საქართველოს უბიძგებდნენ იმისკენ, რომ აქ არეულობა ყოფილიყო
ჰააგის სასამართლოს პროკურორი ბენიამინ ნეთანიაჰუსა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს
Politico - კონგრესში წარადგენენ კანონპროექტს, რომელიც ქართველი პოლიტიკოსების სანქცირებას ითვალისწინებს
არასერიოზულია ბოიკოტი იმაზე, რომ დარბაზში გვერდით მყოფი ადამიანი არ მომწონს და არ მინდა ერთი ჰაერი ვისუნთქოთ! - ეს არის ბოიკოტის გამოცხადება საკუთარი ამომრჩევლისთვის
ილია დარჩიაშვილი - ღრმად ვარ დამწუხრებული ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, რომლის შედეგადაც ირანის პრეზიდენტი და სხვა ოფიციალური პირები დაიღუპნენ, სამძიმარს ვუცხადებ ირანელ ხალხს
არქივი