ანრი ოხანაშვილმა რეგლამენტის დარღვევისთვის კომიტეტის სხდომიდან სალომე სამადაშვილიც გააძევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 29 აპრილი 2024, 11:21

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კიდევ ერთი დეპუტატი „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი კომიტეტის სხდომიდან გააძევა.

„დატოვეთ დარბაზი. მანდატურს ნუ აყენებთ უხერხულ მდგომარეობაში, დატოვეთ დარბაზი!“, - მიმართა ანრი ოხანაშვილმა.

იქამდე სალომე სამადაშვილმა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რადგან კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატს კითხვის დასრულების შესაძლებლობა არ მისცა.

„პირველი მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება დაკარგონ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირთან“, - განაცხადა სამადაშვილმა, რა დროსაც მას სიტყვა გააწყვეტინა კომიტეტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ დეპუტატს სიტყვის უფლება ჩამოართვა, რადგან, ოხანაშვილის განმარტებით, ის სვამდა საკითხს, რომელიც არ შეეხებოდა პირველ მუხლს.

„რა ამბავში ხართ? ანრი გეშინია ? ეს არ გინდა, რომ ხალხმა გაიგოს?! გაგვიუქმებენ უვიზო მიმოსვლას!“- მიმართა მას სალომე სამადაშვილმა, რასაც მისი გაძევება მოჰყვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის 14 ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტების თავმჯდომარეები გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კახა კალაძე: ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ
ირაკლი ზარქუა: გააპროტესტეთ, კი ბატონო, მაგრამ მშვიდობიანად და იმ უკანონო დაკვეთებს, რასაც ეს უსამშობლოები გაძლევენ, ნუ აჰყვებით
„დონორების რევოლუციის“ მოწყობის მცდელობა აქვთ. ის, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება, ანალოგიურია იმ პროცესების, რაც უკრაინაში 2014 წელს ხდებოდა
შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა.
არქივი