ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! - ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 29 აპრილი 2024, 12:34
დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს!  - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად დამოუკიდებელ საქართველოს!“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება დღეს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საყოველთაო-სახალხო შეკრებას.

როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ქართველმა ხალხმა აირჩია ეროვნული თვითმყოფადობის გზას, რომელსაც რწმენით და ქართული ენის გაფრთხილებით აშენებს.

„29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! დღეს ჩვენ ვდგავართ ისტორიულ გზაგასაყარზე, გავარღვიეთ 30 წლიანი ჩაკეტილი წრე და ვირჩევთ ახალ გზას - ილია ჭავჭავაძის გზას, მერაბისა და ზვიადის ნანატრ გზას, ეროვნული თვითმყოფადობის გზას, რომელსაც რწმენით, ქართული ენის გაფრთხილებითა და მამულისათვის თავდადებით ვაშენებთ! ჩვენ დღეს ვირჩევთ  სუვერენულ, ჭეშმარიტად დამოუკიდებელ საქართველოს!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იენს სტოლტენბერგი - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე და ღია საზოგადოებებზე, ერთად უნდა დავდგეთ ღირებულებების შესანარჩუნებლად
იტალიელი ბლოგერი: თუ საქართველოში განვითარებულ მოვლენებში მართლა არის „უცხო ხელი”, ეს ნიშნავს, რომ განზრახვა არის, აიძულონ პუტინი შეიჭრას იქაც, რაც, შესაძლოა, მეორე ფრონტის გახსნით უკრაინაში მისი ქმედებების შესუსტების მცდელობა იყოს
რომან გოცირიძე: მთელ მსოფლიოში 17 მაისი აღინიშნება, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე, საქართველოს ეკლესიამ კი ეს თარიღი დააკანონა, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მისი დაცვის დღე - სამღვდელოების მიერ ორგანიზებულ მარშზე არცერთი წესიერი ადამიანი არ უნდა გამოცხადდეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა
შსს გარდაბანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი