ანრი ოხანაშვილი ანა ნაცვლიშვილს - სამარცხვინო განცხადებები გაქვთ, ხმას როგორ იღებთ საერთოდ რუსეთთან დაკავშირებით - ომის შემდეგ თქვენი ბელადი ლარსზე იდგა და ესალმებოდა ოკუპანტებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 29 აპრილი 2024, 14:21

ქალბატონო ანა, სამარცხვინო განცხადებები გაქვთ. ხმას როგორ იღებთ საერთოდ რუსეთთან დაკავშირებით - შემოუძეხით აქ მტერს, ეს ერთი, მეორე, 2008 წელს რეზოლუციას დაუჭირეთ მხარი და გმირ ჯარისკაცებს დააბრალეთ ომის დაწყება, მესამე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ომიდან სამ წელში რუსეთის გაწევრიანებას დაუჭირეთ მხარი, თქვენი ბელადი ლარსზე იდგა და ესალმებოდა ოკუპანტებს, - ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პარტია „ლელოს“ წევრს, დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ნაცვლიშვილს საუბრის მორალური უფლება არ აქვს.

ანრი ოხანაშვილის გაღიზიანება ანა ნაცვლიშვილის კითხვამ გამოიწვია, "ჩაითვლება თუ არა უცხოური ინტერესების გატარებად რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება".

"ჩაითვლება თუ არა ამ კანონის მოქმედების სფეროს მიხედვით, რომელსაც პირველი მუხლი არეგულირებს, უცხოური ძალის ინტერესების გატარებად საკუთარი ქვეყნის, ანუ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე მტკიცებულებების მოგროვება“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანრი ოხანაშვილმა ნაცვლიშვილი გააფრთხილა, რომ რეგლამენტის კიდევ ერთხელ დარღვევის შემთხვევაში, სხდომათა დარბაზიდან გააძევებდა.

„ქალბატონო ანა, სამარცხვინო განცხადებები გაქვთ. ხმას როგორ იღებთ საერთოდ რუსეთთან დაკავშირებით. შემოუძეხით აქ მტერს, ეს ერთი, მეორე, 2008 წელს რეზოლუციას დაუჭირეთ მხარი და გმირ ჯარისკაცებს დააბრალეთ ომის დაწყება, მესამე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ომიდან სამ წელში რუსეთის გაწევრიანებას დაუჭირეთ მხარი, თქვენი ბელადი ლარსზე იდგა და ესალმებოდა ოკუპანტებს. შემოგხედე და რომ შემოგხედე ამიტომ გეუბნები! მორალურად რა უფლება გაქვთ, რომ საუბრობთ. გაჩუმდით ახლა და მოისმინეთ! დარჩით რეგლამენტის ფარგლებში და თუ არ გნებავთ გაბრძანდით! გაფრთხილებული ხართ, გააგრძელებთ რეგლამენტის დარღვევას და განმეორების შემთხვევაში დატოვებთ დარბაზს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იენს სტოლტენბერგი - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე და ღია საზოგადოებებზე, ერთად უნდა დავდგეთ ღირებულებების შესანარჩუნებლად
იტალიელი ბლოგერი: თუ საქართველოში განვითარებულ მოვლენებში მართლა არის „უცხო ხელი”, ეს ნიშნავს, რომ განზრახვა არის, აიძულონ პუტინი შეიჭრას იქაც, რაც, შესაძლოა, მეორე ფრონტის გახსნით უკრაინაში მისი ქმედებების შესუსტების მცდელობა იყოს
რომან გოცირიძე: მთელ მსოფლიოში 17 მაისი აღინიშნება, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე, საქართველოს ეკლესიამ კი ეს თარიღი დააკანონა, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მისი დაცვის დღე - სამღვდელოების მიერ ორგანიზებულ მარშზე არცერთი წესიერი ადამიანი არ უნდა გამოცხადდეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა
შსს გარდაბანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი