მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოდან საკუთარი საჩივარი გამოითხოვა, ხოლო მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ამჟამად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 29 აპრილი 2024, 17:47

მიმდინარე წლის 25 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან იუსტიციის სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის მსჯავრდებულ სააკაშვილის წერილი სტრასბურგის სასამართლოდან მისი საჩივრის გახმობის თაობაზე - წერილში სააკაშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ ამჟამად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო, - ამის შესახებ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან იუსტიციის სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის მსჯავრდებულ სააკაშვილის წერილი სტრასბურგის სასამართლოდან მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.

18 აპრილით დათარიღებულ წერილში სააკაშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ ამჟამად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო. ევროპული სასამართლოს მიერ იუსტიციის სამინისტროს ეთხოვა კომენტარის გაკეთება 10 მაისამდე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

დღეს ჩვენ გავაგზავნეთ შესაბამისი პასუხი, რომელშიც აღვნიშნავთ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ ყოფილა სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი, რაც დადასტურდა თავად სტრასბურგის სასამართლოდან მიერ 2023 წლის 11 მაისს, როდესაც მსჯავრდებულ სააკაშვილს უარი ეთქვა მკურნალობის მიზნით პოლონეთში, ვარშავის კლინიკაში გადაყვანაზე. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ვთხოვეთ, გვაცნობონ განსახილველ საქმეთა ნუსხიდან საქმის ამორიცხვის ფაქტი“, - აღნიშნა ბრეგაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თბილისში დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე დღეს გადაადგილება შეიზღუდება
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართება
იენს სტოლტენბერგი - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე და ღია საზოგადოებებზე, ერთად უნდა დავდგეთ ღირებულებების შესანარჩუნებლად
იტალიელი ბლოგერი: თუ საქართველოში განვითარებულ მოვლენებში მართლა არის „უცხო ხელი”, ეს ნიშნავს, რომ განზრახვა არის, აიძულონ პუტინი შეიჭრას იქაც, რაც, შესაძლოა, მეორე ფრონტის გახსნით უკრაინაში მისი ქმედებების შესუსტების მცდელობა იყოს
რომან გოცირიძე: მთელ მსოფლიოში 17 მაისი აღინიშნება, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე, საქართველოს ეკლესიამ კი ეს თარიღი დააკანონა, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მისი დაცვის დღე - სამღვდელოების მიერ ორგანიზებულ მარშზე არცერთი წესიერი ადამიანი არ უნდა გამოცხადდეს
არქივი