რატი ბრეგაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: 18 აპრილის წერილში საკაშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო, 25 აპრილის რეზოლუციაში კი მოთხოვნილია საზღვარგარეთ მისი გადაყვანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 29 აპრილი 2024, 17:48

გვაქვს სრულ შეუსაბამობასთან საქმე, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილის ადვოკატმა 18 აპრილს მისწერა სტრასბურგის სასამართლოს იმის შესახებ, რომ გამოეთხოვათ სარჩელი და ამავე წერილში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო.

„ეს არის თავად მათი წინადადება. ხოლო უკვე 25 აპრილის რეზოლუციის ტექსტში ნახსენები არის და მოთხოვნილია, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი გათავისუფლებული იყოს ჰუმანიტარული მიზნით და გადაყვანილი იყოს უცხო სახელმწიფოში სამკურნალოდ. აქ რა თქმა უნდა, გვაქვს სრულ შეუსაბამობასთან საქმე.“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისი შეფასებით, ეს ყველაფერი რეზოლუციის ამ პუნქტის ტენდენციურობას მოწმობს.

„ეს ყველაფერი ნათლად მოწმობს, რომ რეზოლუციის მინიმუმ ეს პუნქტი არის საკმაოდ ტენდენციური და მოწმობს იმ ფაქტსაც, რომ ევროპარლამენტის წევრებსაც არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია. მეტსაც ვიტყვი - მათზე დიდი გავლენა იქონია როგორც ჩანს, იმ დეზინფორმაციამ, რომელსაც ავრცელებს სააკაშვილი და „ნაციონალური მოძარაობა“. საზოგადოებამ იხილა ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულის დედა და მისი კიდევ ერთი მხარდამჭერი იმყოფებიდნენ ევროპარლამენტში რამდენიმე დეპუტატთან ერთად, რომლებიც მისი აქტიური მხარდამჭერები არიან. ეს რა თქმა უნდა, მათი გადასაწყვეტია, ვისი მხარდამჭერები იქნებიან, მაგრამ თავად რეზოლუციაში წამოყენებული მოთხოვნა არის ფაქტები გაუმყარებელი და ამას მოწმობს თუნდაც, სააკაშვილის მიერ თავად გაგზავნილი წერილი მისი სარჩელის ამორიცხვის თაობაზე“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იენს სტოლტენბერგი - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე და ღია საზოგადოებებზე, ერთად უნდა დავდგეთ ღირებულებების შესანარჩუნებლად
იტალიელი ბლოგერი: თუ საქართველოში განვითარებულ მოვლენებში მართლა არის „უცხო ხელი”, ეს ნიშნავს, რომ განზრახვა არის, აიძულონ პუტინი შეიჭრას იქაც, რაც, შესაძლოა, მეორე ფრონტის გახსნით უკრაინაში მისი ქმედებების შესუსტების მცდელობა იყოს
რომან გოცირიძე: მთელ მსოფლიოში 17 მაისი აღინიშნება, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე, საქართველოს ეკლესიამ კი ეს თარიღი დააკანონა, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მისი დაცვის დღე - სამღვდელოების მიერ ორგანიზებულ მარშზე არცერთი წესიერი ადამიანი არ უნდა გამოცხადდეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა
შსს გარდაბანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი