ილია დარჩიაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: თავად ევროკომისიამ მოამზადა კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც მსგავსი ტიპის გამოწვევების გამკლავებისთვის საპრევენციო სამართლებრივი მექანიზმია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 29 აპრილი 2024, 18:21

თავად ევროკომისიამ მოამზადა კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც მსგავსი ტიპის გამოწვევების გამკლავებისთვის არის საპრევენციო სამართლებრივი მექანიზმი, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, რომელიც ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

მინისტრის განცხადებით, გამჭვირვალობის კანონი კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარეობს.

„ეს გამომდინარეობს საჭიროებებიდან, რომელიც აქვს ქვეყანას, რომელიც არის ოკუპირებული, რომელსაც აქვს უამრავი უსაფრთხოების გამოწვევა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ქვეყანამ აიცილოს საფრთხეები. მსგავსი ტიპის საჭიროებებზე საუბრობენ აქაც და სხვა ქვეყნებშიც. საკითხი და პრობლემა აწუხებს ყველას - არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ბევრ განვითარებულ ქვეყანას. შესაბამისად, ამ საკითხის გარშემო მიმდინარეობს დიალოგი და ამას არავინ არ უარყოფს, თავად ევროკავშირიც კი მუშაობს ამ საკითხზე. კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, თავად ევროკომისიამ მოამზადა კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც მსგავსი ტიპის გამოწვევების გამკლავებისთვის არის საპრევენციო სამართლებრივი მექანიზმი, რომელზეც მომავალში გააგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იენს სტოლტენბერგი - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე და ღია საზოგადოებებზე, ერთად უნდა დავდგეთ ღირებულებების შესანარჩუნებლად
იტალიელი ბლოგერი: თუ საქართველოში განვითარებულ მოვლენებში მართლა არის „უცხო ხელი”, ეს ნიშნავს, რომ განზრახვა არის, აიძულონ პუტინი შეიჭრას იქაც, რაც, შესაძლოა, მეორე ფრონტის გახსნით უკრაინაში მისი ქმედებების შესუსტების მცდელობა იყოს
რომან გოცირიძე: მთელ მსოფლიოში 17 მაისი აღინიშნება, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე, საქართველოს ეკლესიამ კი ეს თარიღი დააკანონა, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მისი დაცვის დღე - სამღვდელოების მიერ ორგანიზებულ მარშზე არცერთი წესიერი ადამიანი არ უნდა გამოცხადდეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა
შსს გარდაბანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი