ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ვერა იუროვას შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 29 აპრილი 2024, 19:14

საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისარს, ვერა იუროვას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა და მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები. აღინიშნა, რომ 2023 წლის დეკემბერში მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე იყო პასუხი ქართველი ხალხის ცივილიზაციურ არჩევანსა და ხელისუფლების ძალისხმევაზე- იყოს ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი.

„ილია დარჩიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას ისახავს მიზნად. ასევე მიმოიხილა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტის იმპლემენტაციის პროცესი და მიღწეული შედეგები. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ევროპული ღირებულებების და ევროკავშირში ინტეგრაციის  გზაზე ნაკისრი ვალდებულებების ერთგულია.

მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის თაობაზე. მინისტრმა ისაუბრა ქართული მხარის არგუმენტების შესახებ, ხოლო ვიცე-პრეზიდენტმა, თავის მხრივ, აღნიშნა ის გამოწვევები, რამაც აქტუალური გახადა თავად ევროკავშირში მსგავს მექანიზმებზე საუბრის დაწყება.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. ასევე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ  რთულ ჰუმანიტარულ გარემოზე.

ილია დარჩიაშვილმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მზაობა თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ახლა მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესის მიღწევაა.

ილია დარჩიაშვილი 29-30 აპრილს, ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით, 2004 წლის ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წარმომადგენლებთან და კოლეგა მინისტრებთან“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თბილისში დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე დღეს გადაადგილება შეიზღუდება
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართება
იენს სტოლტენბერგი - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე და ღია საზოგადოებებზე, ერთად უნდა დავდგეთ ღირებულებების შესანარჩუნებლად
იტალიელი ბლოგერი: თუ საქართველოში განვითარებულ მოვლენებში მართლა არის „უცხო ხელი”, ეს ნიშნავს, რომ განზრახვა არის, აიძულონ პუტინი შეიჭრას იქაც, რაც, შესაძლოა, მეორე ფრონტის გახსნით უკრაინაში მისი ქმედებების შესუსტების მცდელობა იყოს
რომან გოცირიძე: მთელ მსოფლიოში 17 მაისი აღინიშნება, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე, საქართველოს ეკლესიამ კი ეს თარიღი დააკანონა, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მისი დაცვის დღე - სამღვდელოების მიერ ორგანიზებულ მარშზე არცერთი წესიერი ადამიანი არ უნდა გამოცხადდეს
არქივი