დავით ქართველიშვილი: თუ ვინმეს სწყურია ქართველი ხალხის და მისი ნების ნახვა - მთელს მსოფლიოს ამის უნიკალური შესაძლებლობა დღეს აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 29 აპრილი 2024, 20:13
დღეს მთელი მსოფლიო ნახავს, ვინ წარმოადგენს ქართველ ხალხს და ვის ნებას ემორჩილება ეს ხელისუფლება,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საყოველთაო - სახალხო შეკრებაზე. 

მისივე თქმით, დღეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ქართველი ხალხი საკუთარ ნებას აფიქსირებს. „თუ ვინმეს სწყურია ქართველი ხალხის და მისი ნების ნახვა, მთელს მსოფლიოს ამის უნიკალური შესაძლებლობა დღეს აქვს,“ - აღნიშნა მან. 

„ჩვენი დაუძინებელი მეგობრები მუდმივად აპელირებენ, რაღაც მითიური ქართველი ხალხის ნებაზე - დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი, ქვეყანაში შემოიღონ ლგბტ პროპაგანდა, ჩვენი სასამართლო სისტემა დაუქვემდებარონ უცხოელებს, შეზღუდონ ჩვენი სუვერენიტეტი და ა.შ. 

დღეს მთელი მსოფლიო ნახავს, ვინ წარმოადგენს ქართველ ხალხს და ვის ნებას ემორჩილება ეს ხელისუფლება. 

ბოლო ათ დღეში ყველაფერს, წმინდას გადაუარეს. ილიასეული ტრიადიდან სარწმუნოება საერთოდ ამოაგდეს საინტერესო ნარატივით - რუსებსაც იგივე სარწმუნოება აქვთ და მათი  სარწმუნოება, ჩვენი სარწმუნოების გვერდით, როგორ დავტოვოთო. ანუ კანონს გამჭვირვალობის შესახებ თავი რომ დავანებოთ სარწმუნოებაც რუსული გვქონია. რაც შეეხება მამულს, რახან აფხაზეთი რუსეთის ხელშია, იფიქრეს ჩვენმა დაუძინებელმა მეგობრებმა და ევრორეზოლუციაში, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ისე შეიტანეს და ამ ნაბიჯით აფხაზეთი ლანგრით მიართვეს კრემლსა და პუტინს.

ქართული ენა სიყვარულის, სახარების და გიორგი მთაწმინდელის ენაა. იქით კი არის დეზინფორმაციის და ცილისწამების ენა. 
თუ ვინმეს სწყურია ქართველი ხალხის და მისი ნების ნახვა, მთელს მსოფლიოს ამის უნიკალური შესაძლებლობა დღეს აქვს,“- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იენს სტოლტენბერგი - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე და ღია საზოგადოებებზე, ერთად უნდა დავდგეთ ღირებულებების შესანარჩუნებლად
იტალიელი ბლოგერი: თუ საქართველოში განვითარებულ მოვლენებში მართლა არის „უცხო ხელი”, ეს ნიშნავს, რომ განზრახვა არის, აიძულონ პუტინი შეიჭრას იქაც, რაც, შესაძლოა, მეორე ფრონტის გახსნით უკრაინაში მისი ქმედებების შესუსტების მცდელობა იყოს
რომან გოცირიძე: მთელ მსოფლიოში 17 მაისი აღინიშნება, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე, საქართველოს ეკლესიამ კი ეს თარიღი დააკანონა, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მისი დაცვის დღე - სამღვდელოების მიერ ორგანიზებულ მარშზე არცერთი წესიერი ადამიანი არ უნდა გამოცხადდეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა
შსს გარდაბანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი