ზურაბ ქადაგიძე: დღევანდელი დღე არის 31 მარტის ანალოგიური საყოველთაო - სახალხო რეფერენდუმი, როდესაც ქართველმა ხალხმა უპირობოდ აირჩია დამოუკიდებელი საქართველო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 29 აპრილი 2024, 20:25
უნდოდა გლობალური ომის კონგლომერატს ქართველი ხალხის ნება დაენახა? დაინახავს. უნდოდათ გლობალური ომის პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებს დაენახათ, თუ რას წარმოადგენს რეალური ხალხის ძალა?“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ რუსთაველზე გამართულ საყოველთაო - სახალხო შეკრებაზე განაცხადა. 

ქადაგიძის თქმით, ვერანაირი პროპაგანდა ვერ მოერევა ხალხის ნებას იმიტომ, რომ ძალა ხალხშია. 

„გილოცავთ ყველას - დღევანდელი დღე შედგა. ეს არის საყოველთაო - სახალხო რეფერენდუმი, 31 მარტის ანალოგიური, როდესაც ქართველმა ხალხმა უპირობოდ აირჩია დამოუკიდებელი საქართველო. 
ამდენი წლის შემდეგ, სხვადასხვა ცუდი ფაქტიდან გამომდინარე, სრულიად საქართველოს კვლავ ერთად შეკრება მოგვიწია და იმის დაფიქსირება, რომ დიახ, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ჭეშმარიტად სუვერენულ, დამოუკიდებელ საქართველოს ირჩევს. 
ვერცერთი გარე ინსინუაცია თუ თავსმოხვეული პროპაგანდა ვერ მოერევა ხალხის ნებას, იმიტომ, რომ ძალა ხალხშია. 
უნდოდა გლობალური ომის კონგლომერატს ქართველი ხალხის ნება დაენახა? დაინახავს. უნდოდათ გლობალური ომის პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებს დაენახათ, თუ რას წარმოადგენს რეალური ხალხის ძალა? აი, ეს არის ხალხის ძალა. დარწმუნებული ვარ, რომ ის ახალი კულტურული, პოლიტიკური ცვლილება, რასაც უკვე შეიძლება დღევანდელობა დავარქვათ, [იმის საფუძველია, რომ] ხვალიდან ახალი ხედვით, ახალი მიდგომით დავიწყოთ მსოფლიოსთან საუბარი. საქართველო არის ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა და ვალდებულება აიღეთ ყველამ - მეგობარმაც და არამეგობარმაც, რომ პირისპირ ისე გვესაუბროთ, როგორც ეს სუვერენულ სახელმწიფოს შეშვენის. ეს არის დღევანდელი დღის მთავარი სათქმელი.“ - განაცხადა ქადაგიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იენს სტოლტენბერგი - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე და ღია საზოგადოებებზე, ერთად უნდა დავდგეთ ღირებულებების შესანარჩუნებლად
იტალიელი ბლოგერი: თუ საქართველოში განვითარებულ მოვლენებში მართლა არის „უცხო ხელი”, ეს ნიშნავს, რომ განზრახვა არის, აიძულონ პუტინი შეიჭრას იქაც, რაც, შესაძლოა, მეორე ფრონტის გახსნით უკრაინაში მისი ქმედებების შესუსტების მცდელობა იყოს
რომან გოცირიძე: მთელ მსოფლიოში 17 მაისი აღინიშნება, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე, საქართველოს ეკლესიამ კი ეს თარიღი დააკანონა, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მისი დაცვის დღე - სამღვდელოების მიერ ორგანიზებულ მარშზე არცერთი წესიერი ადამიანი არ უნდა გამოცხადდეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა
შსს გარდაბანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი