მამუკა მდინარაძე: ჩვენ ყველანი ერთად შევქმნით ღირსეულ მომავალს, როგორსაც ამაყი ქართველი ერი იმსახურებს - ჩვენი ადგილი არის ევროპაში და უნდა გავხდეთ ევროპის სრულფასოვანი წევრები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 29 აპრილი 2024, 20:31

ჩვენ ყველანი ერთად შევქმნით ღირსეულ მომავალს, ისეთს, როგორსაც ამაყი ქართველი ერი იმსახურებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საერთო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს.

„მივესალმები ჩვენს ამაყ ქვეყანას, მივესალმები საქართველოს, ღირსეულს, პატრიოტი ხალხით, სიამაყით სავსე საქართველოს! მოგესალმებით ქართველებო, მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, დედებო, მამებო, ბებიებო და ბაბუებო, დებო, ძმებო, შვილებო, ბიჭებო და გოგოებო - ჩვენ ყველანი ერთად შევქმნით ღირსეულ მომავალს ისეთს, როგორსაც ამაყი, ქართველი ერი იმსახურებს. ჩვენ ყველანი ერთად შევქმნით ღირსეულ მომავალს, ისეთს, როგორსაც ამაყი ქართველი ერი იმსახურებს დღეს აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ვუთხრათ არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, არამედ მთელს მსოფლიოს, რომ მსოფლიოში არ არსებობს იმაზე ამაყი, თავდაჯერებული, ღირსეული ერი, როგორიც ქართველი ერია. ქართველები რომლებიც, ვერასდროს წარმოვიდგენთ ჩვენს თავს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოძმეების გარეშე, რომლებიც ყოველთის ორიენტირებულები ვიქნებით, რომ რაც შეიძლება მალე, ერთიან, თავისუფალ, ძლიერ, სრულად დამოუკიდებელ საქართველოში ვიცხოვროთ. მე მინდა ყველა ჩვენს ეთნიკურ ჯგუფს მივესალმო, აზერბაიჯანელებს, სომხებს, ყველას ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეა. ჩვენ სარეთო მრწამსი - მამული, ენა, სარწმუნოებაა და დიახ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპაში და უნდა გავხდეთ ევროპის სრულფასოვანი წევრები და ამასთან ერთად უნდა ვთქვათ, რომ ევროპას ქართველებთან ერთად უფრო გამდიდრდება, უფრო ღირსეული და ამაყი იქნება, რადგან ჩვენ ჩვენი კულტურით, იდენტობით კიდევ უფრო გავამდიდრებთ ევროპას. წინ ბევრი ამოცანა გვაქვს, „ქართულ ოცნებას“ ბევრი ამოცანა აქვს თავის ლიდერებთან, საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ეს არის სვლა დეოკუპაციისკენ, ეკონომიკური განვითარებისკენ, გრძელვადიანი მშვიდობისკენ, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ, ეს ყველაფერი ერთად ცოტა რთულია, მაგრამ ყველა ერთად ამას შევძლებთ სიამაყით და ორ ფეხზე დგომით.

არ დარჩენილა დღეს საქართველოში არც ერთი ოჯახი, რომლის წარმომადგენელიც აქ არ იყოს, ყველა კუთხის, ყველა სოფლის, ყველა ქალაქის ბევრი წარმომადგენელი აქ არის და ეუბნება მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ამაყი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქართველი ერი“, - განაცხადა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იენს სტოლტენბერგი - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე და ღია საზოგადოებებზე, ერთად უნდა დავდგეთ ღირებულებების შესანარჩუნებლად
იტალიელი ბლოგერი: თუ საქართველოში განვითარებულ მოვლენებში მართლა არის „უცხო ხელი”, ეს ნიშნავს, რომ განზრახვა არის, აიძულონ პუტინი შეიჭრას იქაც, რაც, შესაძლოა, მეორე ფრონტის გახსნით უკრაინაში მისი ქმედებების შესუსტების მცდელობა იყოს
რომან გოცირიძე: მთელ მსოფლიოში 17 მაისი აღინიშნება, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე, საქართველოს ეკლესიამ კი ეს თარიღი დააკანონა, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მისი დაცვის დღე - სამღვდელოების მიერ ორგანიზებულ მარშზე არცერთი წესიერი ადამიანი არ უნდა გამოცხადდეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა
შსს გარდაბანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი