ირაკლი ღარიბაშვილი: არსებობენ ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვიცავთ მთავარ პრინციპს, რომ „ჩვენი თავი ჩვენად უნდა გვეყუდნოდეს“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
78 29 აპრილი 2024, 22:12

ჩვენ კარგად ვიცით, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სწორედ დიდი ილია ჭავჭავაძის შეგონების ერთგულნი ვართ და მტკიცედ ვიცავთ მთავარ პრინციპს, რომ „ჩვენი თავი ჩვენად უნდა გვეყუდნოდეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე თავის სიტყვით გამოსვლის დროს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირველ რიგში, ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა დავიცვათ და ყველას შევახსენოთ, რომ ახალი წესრიგი თანასწორობას, მშვიდობისკენ სწრაფვას და ყველა ერების უნიკალურობისა და თვითმყოფადობის პატივისცემას უნდა დაეფუძნოს.

„დღეს ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების და გლობალური საფრთხეების ეპოქაში ვიმყოფებით. აშკარაა, რომ მსოფლიო წესრიგი იცვლება და ხვალინდელი სამყარო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო გუშინ. ამ ვითარებაში უნიკალური ქართული გამოცდილების არსი სწორედ ის არის, რომ ჯერ, პირველ რიგში, ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცვათ და ყველას შევახსენოთ, რომ ახალი წესრიგი თანასწორობას, მშვიდობისკენ სწრაფვას და ყველა ერების უნიკალურობისა და თვითმყოფადობის პატივისცემას უნდა დაეფუძნოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იენს სტოლტენბერგი - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე და ღია საზოგადოებებზე, ერთად უნდა დავდგეთ ღირებულებების შესანარჩუნებლად
იტალიელი ბლოგერი: თუ საქართველოში განვითარებულ მოვლენებში მართლა არის „უცხო ხელი”, ეს ნიშნავს, რომ განზრახვა არის, აიძულონ პუტინი შეიჭრას იქაც, რაც, შესაძლოა, მეორე ფრონტის გახსნით უკრაინაში მისი ქმედებების შესუსტების მცდელობა იყოს
რომან გოცირიძე: მთელ მსოფლიოში 17 მაისი აღინიშნება, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე, საქართველოს ეკლესიამ კი ეს თარიღი დააკანონა, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მისი დაცვის დღე - სამღვდელოების მიერ ორგანიზებულ მარშზე არცერთი წესიერი ადამიანი არ უნდა გამოცხადდეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა
შსს გარდაბანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი