ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ქართველებმა კარგად ვიცით ომის და ასევე კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, კარგად გვესმის რა მოაქვს ომს, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 29 აპრილი 2024, 22:16

დღეს ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ქართველებმა კარგად ვიცით ომის ფასი და ასევე კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, ჩვენ კარგად გვესმის თუ რა მოაქვს ომს, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ბოლო წლებში არაერთი პროვოკაციის და დესტაბილიზაციის მიუხედავად, შევძელით მშვიდობის უზრუნველყოფა.

მისივე თქმით, ჩვენი მიზანი და მთავარი ამოცანა სწორედ მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფაა.

„ბოლო წლებში ამ ურთულეს დროში არაერთი პროვოკაციის, დესტაბილიზაციის და რევოლუციების მცდელობის მიუხედავად ჩვენ შევძელით მშვიდობის უზრუნველყოფა. პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა ქვეყანაში, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ერმა არაერთი რთული პერიოდი გამოვიარეთ. გავიარეთ თავისუფლებისთვის ბრძოლის, სამოქალაქო ომების, ოკუპაციის, ეკონომიკური კოლაფსის, ავტოკრატიული მჩაგვრელი რეჟიმის ურთულესი პერიოდები. დღეს, მსოფლიოში დრამატული მოვლენები ვითარდება, მიმდინარეობს ომები ახლო რეგიონში, თავად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ამიტომ ჩვენი მიზანი და მთავარი ამოცანა სწორედ მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფაა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2 პირი დააკავა
გიორგი აბაშიშვილი: ლარის კურსის გარშემო არსებული ვითარება არანაირი ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორით არ არის გამოწვეული. ეს არის აჟიოტაჟური, პანიკური ქცევა და მისგან მომდინარე ეფექტები სტაბილური საფინანსო სისტემის მოკლე ვადაში მილევადია
აქტივისტებმა გმირთა მოედნიდან სააკაძის მიმართულებით გადაინაცვლეს, ისინი გამჭვირვალობის კანონს აპროტესტებენ
რატი იონათამიშვილი: როდესაც უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გვმოძღვრავს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია დაიწყო ვარდების რევოლუციითო, არის თუ არა ეს 9 აპრილის გმირების შეურაცხყოფა?
პაატა მანჯგალაძე - მივმართავ პაპუაშვილს და კობახიძეს, გარწმუნებთ, ივანიშვილი გაიქცევა და წაიყვანს ზებრას და ფასკუნჯს - თქვენი ადგილი თვითმფრინავში არ იქება, ნუ ჩაყვებით მას პოლიტიკურ მოუსავლეთში
არქივი