ირაკლი კობახიძე: საგარეო პოლიტიკაში ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია, თუმცა, ევროკავშირში შესვლა გვინდა ჩვენი დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით და ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 29 აპრილი 2024, 23:15

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის იმ ძირითადი გზავნილების კიდევ ერთხელ გაზიარება, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს კურსთან, ჩვენს პოლიტიკურ ხედვასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ საერთო-სახალხო შეკრების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღე ძალიან ემოციური იყო, ვინაიდან ამდენ გულანთებულ ადამიანსა და მხარდამჭერთან შეხვედრა ყოველთვის ამაღელვებელია.

„მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი შეკრების ფორმატი სიღრმისეული საუბრის საშუალებას არ იძლევა, ვფიქრობ, საკმაოდ სიღრმისეულად გავაცანით ჩვენი გზავნილები ქართულ საზოგადოებას. ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველო აუცილებლად უნდა იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ყველა საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური ამოცანის შესრულების თუ მიზნის მიღწევის აუცილებელი პირობა არის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. როდესაც გვეუბნებიან, რომ რაღაცის სანაცვლოდ უნდა დათმო დამოუკიდებლობა, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთგვარი თვითმიზანია, არ მიაღწიო იმ საშინაო და საგარეო-პოლიტიკურ მიზნებს, რომლებიც დასახული გაქვს“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლებას ძალიან მკაფიო პრიორიტეტები აქვს.

„იცით ჩვენი საშინაო პოლიტიკური პრიორიტეტები. საგარეო პოლიტიკაში ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია, თუმცა, ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა ჩვენი დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით და იმ ღირებულებებით, რომლებიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქართული საზოგადოებისთვის, ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც ვფიქრობ, სათანადოდ მივიტანეთ ქართულ საზოგადოებამდე. იყო ძალიან სერიოზული ემოციური ორმხრივი კავშირი, ეს ძალიან თვალსაჩინო იყო და ეს ემოციებიც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ილია დარჩიაშვილი პრემიერის ანკარაში ვიზიტზე: მთავრობის მეთაურს ექნება შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, განხილული იქნება საკითხები, რომელიც აერთიანებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს
ადრე მოსკოვში დარბოდნენ და ცენტრისგან ითხოვდნენ თავიანთი კონკურენტების დასჯას, დღეს იმავე ხალხის შთამომავლები ბრიუსელსა და ვაშინგტონში დარბიან
თურქეთში ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ მოქალაქეთა მიმართვების საფუძველზე უცხო ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებულ შემთხვევებს სწავლობენ
თამთა მეგრელიშვილი: ჩამოვიდა გერმანელი მიხაილ როთი და მასპინძლების სახელმწიფო რელიგიას დასცინა - მომიტინგეებო, თქვენი ბატონების წარმომადგენელზე არ ვრცელდება პრინციპი, რომ სტუმარმა მასპინძლის წესებს პატივი უნდა სცეს?
არქივი