ირაკლი კობახიძე: სტიგმატიზაციაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას უწოდებენ რუსულს, პუტინისტურს, აქედან ჩანს, რომ ყველაფერი, რასაც ამბობენ, სინამდვილეში ფარსია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 30 აპრილი 2024, 00:00

გიგაურის და ლომჯარიას შავი ფულის გამოჩენა, რუსეთთან არაფერ კავშირში არ არის, შავ ფულს თუ გამოაჩენენ, ეს წაადგება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედი LIVE-ში განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სტიგმატიზაციაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას უწოდებენ რუსულს, პუტინისტურს და ა.შ. აქედან ჩანს, რომ ყველაფერი, რასაც ამბობენ, სინამდვილეში ფარსია.

„რეალურად ისინი ყველაფერს ქართულ უწოდებენ რუსულს, გასაგებია, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი, ამიტომ მარტივია სტიგმატიზაცია. სტიგმატიზაციაზე როცა საუბრობენ ეს ადამიანები, ეს ხომ საერთოდ ღიმილისმომგვრელია. სტიგმატიზაციაზე გელაპარაკებიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას უწოდებენ რუსულს, პუტინისტურს და ა.შ. აქედან ჩანს, რომ ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ, სინამდვილეში არის ფარსი, მათი მოგონილია სტიგმატიზაცია - რუსული, პუტინისტური, კლანი და ა.შ. ეს არის მთლიანად მათი ხელწერა, ეს არის საბჭოური ხელწერა, რომელიც ახასიათებს ამ მდიდარ „ენჯეოებს“ პირველ რიგში და არა მარტო მათ, მათ დონორებსაც ხშირ შემთხვევაში ახასიათებთ ეს ყველაფერი, აღარაფერს ვამბობ რადიკალურ ოპოზიციაზე. ეს ყველაფერი არის აბსოლუტური ფარსი, რა შუაშია რუსეთი. გიგაური საკუთარ შავ ფულს თუ გამოაჩენს ეს რუსეთთან რა კავშირშია, არაფერ კავშირში არ არის, ეს არის კავშირში მხოლოდ ქართული ინტერესებისა და საქართველოს სუვერენიტეტის დაცვასთან. ისეთ აბსურდზე მიდის საუბარი, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი შეუძლებელია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გიგაურის და ლომჯარიას შავი ფულის გამოჩენა რუსეთთან არაფერ კავშირში არ არის. თუ შავ ფულს გამოაჩენენ ეს ადამიანები, ეს წაადგება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიეტუვაში ვბრუნდები იმ წუხილით, რომ საქართველოს ევროპული მომავალი შესაძლოა მიტაცებულ იქნას და საქართველოს ხალხისადმი მიცემული დაპირება გატეხილი
კოლექტიური „ნაცმოძრაობა" ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად არიოს ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი, რეალურად დააანონსა სალომე ზურაბიშვილმა
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება თურქეთსა და საქართველოს შორის და ეს ვიზიტი თავის წვლილს შეიტანს ამ საქმეში
როდესაც კონკრეტული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები ასეთ ნაბიჯებს დგამენ, ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, ჩვენს ქვეყანაში, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც
ოპოზიციის ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა, თუ სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოაცხადებენ ლიდერად, ეს იქნება კარგი ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის
არქივი