ილია დარჩიაშვილი დღეს მონაწილეობას მიიღებს 2004 წლის წარმატებული გაფართოების იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრები დაესწრებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 30 აპრილი 2024, 10:24

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში პარტნიორებთან შეხვედრებს განაგრძობს. ილია დარჩიაშვილი დღეს მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრები ესწრებიან და 2004 წლის წარმატებული გაფართოების იუბილეს ეძღვნება.

საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებთნ აჯა ლაბიბთან და სავიე ბეტელთან. ილია დარჩიაშვილი უკვე შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის მოქმედ ხელმძღვანელს ფერნანდო გიმარეშს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას და ქვეყნის მიერ შესრულებულ სამუშაოს. დადებითად შეფასდა თებერვალში ჩატარებული ასოცირების საბჭო, რომელზეც საქართველო პირველად იყო წარმოდგენილი, როგორც კანდიდატი ქვეყანა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი პრემიერის თურქეთში ვიზიტზე: თურქეთი არის სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი - მნიშვნელოვანია მასთან ასეთი მაღალი დონის ვიზიტი
ვიქტორ ორბანი ხეერტ ვილდერსს ნიდერლანდების მემარჯვენე მთავრობის ფორმირებას ულოცავს - მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, რომ ევროპა უფრო უსაფრთხო და ძლიერი გავხადოთ
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
„ქართული ოცნების“ პრესსამსახური: Youtube-ზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ყალბი სარეკლამო რგოლი ვრცელდება
შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის ორ მოქალაქესა და სამ რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა
არქივი