ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულების მთავარ პირობად, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მძევლების გათავისუფლებას ასახელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 30 აპრილი 2024, 10:35

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულების მთავარ პირობად, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მძევლების გათავისუფლებას ასახელებს. განცხადება დევიდ კემერონმა ერ რიადში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა. სპეციალურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, მან ისიც აღნიშნა, რომ „ჰამასს“ ისრაელელი მძევლების სანაცვლოდ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ათასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება შესთავაზეს.

„პალესტინელები თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ მხოლოდ მაშინ, თუ ჰორიზონტზე საკუთარი სახელმწიფოს არსებობას დაინახავენ, ხოლო ისრაელი მაშინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, თუ პალესტინის სახელმწიფოს არსებობა არ შეუქმნის საფრთხეს მათ უსაფრთხოებას. ასე რომ, პოტენციურად ახლა უფრო უკეთეს ადგილას ვართ, ვიდრე ცოტა ხნის წინ ვიყავით, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მძევლების შესახებ შეთანხმების მიღწევა და ბრძოლის შეჩერება იმისთვის, რომ შეიქმნას იმპულსი, რაც უკვე საგარეო საქმეთა მინისტრების საქმეა“, - აღნიშნა კემერონმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბატონი ხანის მიერ ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ფარსად გადააქცევს
მაიკ ჯონსონი - კონგრესი განიხილავს ყველა ვარიანტს, მათ შორის სანქციებს, რათა დაისაჯოს ჰააგის სასამართლო და უზრუნველყოს, რომ მისი ხელმძღვანელობა ნახავს შედეგებს, თუ ისინი იმოქმედებენ
მეთიუ მილერი - იბრაჰიმ რაისის სიკვდილი არ ცვლის აშშ-ის ფუნდამენტურ პოზიციას ირანის მიმართ
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება
ნანა კაკაბაძე - პრეზიდენტად წოდებულის მიერ ვეტო გამოყენებულია, როგორც მოლოტოვის კოქტეილი, რათა ცეცხლზე ნავთის დასხმაში მიეხმაროს ჩვენს "დაუძინებელ მეგობრებს", ნაცებს, მათ ანასხლეტებს და შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდებს
არქივი