ბიზნესმენი ლაშა კვაჭაძე: გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის ევროპული დემოკრატიის და მმართველობის ნაწილი, რამეთუ დემოკრატიას სწორედ ინფორმირებული მოქალაქეები წარმოადგენენ ყველაზე უკეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 30 აპრილი 2024, 10:41

გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის ევროპული დემოკრატიის და მმართველობის ნაწილი, რამეთუ დემოკრატიას სწორედ ინფორმირებული მოქალაქეები წარმოადგენენ ყველაზე უკეთ. საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, ვინ და რა დაფინანსებით, რა ინტერესებით არის ჩართული საჯარო პოლიტიკაში, - ამის შესახებ კომპანია „ბლოქსის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ლაშა კვაჭაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მოგესალმებით მეგობრებო! მსურს როგორც ბიზნესმენი და კომპანია “ბლოქსის” დამფუძნებელი მეც შევუერთდე კოლეგებს, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და სოლიდარობა გამოვხატო თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქის მიმართ.

ევროპული ოჯახი წევრობა და ევროპული ღირებულებები ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი და მომავალია, რომელიც გვაერთიანებს. ამ წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა - გაატარა დემოკრატიული რეფორმები, უზრუნველყო უსაფრთხოება და გაზარდა ეკონომიკა. ეს აღიარებულია საერთაშორისო პარტნიორების მიერ, რისთვისაც საქართველომ არაერთი დადებითი შეფასება და კანდიდატის სტატუსი მიიღო.
მჯერა, ჩვენი ქვეყანა - ხალხი და ხელისუფლება გააგრძელებს წინსვლას ამ გზაზე და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი!

რაც შეეხება გამჭვირვალობის შესახებ კანონს - გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის ევროპული დემოკრატიის და მმართველობის ნაწილი, რამეთუ დემოკრატიას სწორედ ინფორმირებული მოქალაქეები წარმოადგენენ ყველაზე უკეთ. საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, ვინ და რა დაფინანსებით, რა ინტერესებით არის ჩართული საჯარო პოლიტიკაში.

დარწმუნებული ვარ, საუკეთესო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და ეს ვნებათაღელვაც ჩაივლის. საკამათო ბევრი საკითხია ქვეყნის ცხოვრებაში, თუმცა ქვეყანა და სამშობლო ერთია და მას უნდა გავუფრთხილდეთ“, - წერს ბიზნესმენი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბატონი ხანის მიერ ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ფარსად გადააქცევს
მაიკ ჯონსონი - კონგრესი განიხილავს ყველა ვარიანტს, მათ შორის სანქციებს, რათა დაისაჯოს ჰააგის სასამართლო და უზრუნველყოს, რომ მისი ხელმძღვანელობა ნახავს შედეგებს, თუ ისინი იმოქმედებენ
მეთიუ მილერი - იბრაჰიმ რაისის სიკვდილი არ ცვლის აშშ-ის ფუნდამენტურ პოზიციას ირანის მიმართ
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება
ნანა კაკაბაძე - პრეზიდენტად წოდებულის მიერ ვეტო გამოყენებულია, როგორც მოლოტოვის კოქტეილი, რათა ცეცხლზე ნავთის დასხმაში მიეხმაროს ჩვენს "დაუძინებელ მეგობრებს", ნაცებს, მათ ანასხლეტებს და შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდებს
არქივი