ირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო დიდი შემართებით, მაღალი მზადყოფნის დონითა და მოტივაციით, წარმატებით აგრძელებს ქართული ჯარის მხედრულ ტრადიციებს და საამაყო მემკვიდრეობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 30 აპრილი 2024, 11:41

ჩვენთვის პრიორიტეტულია ჯარის მზადყოფნის გაძლიერება, თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვა და მოდერნიზებული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ გზაზე, ეროვნულ ძალისხმევასთან ერთად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება.

„მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და გაძლიერებისკენ მიმართული მრავალწლიანი ღირებული მხარდაჭერისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ასევე ქმნის მყარ საფუძველს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რაც რეგიონში არსებული გართულებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო დიდი შემართებით, მაღალი მზადყოფნის დონითა და მოტივაციით, წარმატებით აგრძელებს ქართული ჯარის მხედრულ ტრადიციებს და საამაყო მემკვიდრეობას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების იუბილეს და გისურვებთ გამარჯვებებს. გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოს. გფარავდეთ ღმერთი!“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე როცა გამოდის, ეს არის საბჭოთა ქცევა, ჩვენ გვინდა შესვლა ევროკავშირში და არა საბჭოთა კავშირში
შალვა პაპუაშვილი: ქართველი ხალხის მიმართ აქამდე სანქციებს, როგორც შეზღუდვის ინსტრუმენტს, იყენებდა რუსეთი. თუკი ვინმეს უნდა, რომ რუსული მეთოდებით მოახდინოს გავლენა ქართველ ხალხზე, მიიღებს ზუსტად იმ პასუხს, რასაც რუსეთი იღებდა
შალვა პაპუაშვილი ოთხ საგარეო საქმეთა მინისტრზე: ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, არაევროპული ქცევა, როდესაც სხვა ქვეყანაში ჩადიხარ და იქ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიხარ
26 ოქტომბერს ეს არჩევანი ექნება ქართველ ხალხს - ჩვენ გვინდა საქართველო თუ ჩვენ გვინდა სხვა ჯგუფებიდან მართული ტერიტორიული ერთეული
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პატიმართა მობილიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
არქივი