დეკანოზი თეოდორე გიგნაძე-საქართველოში არის სიმშვიდე, რომელიც გვაძლევს სულიერი აღორძინების საშუალებას, ამიტომ დღეს, როგორც არასოდეს, ერი, ბერი, ხელისუფლება ერთად უნდა დავდგეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 30 აპრილი 2024, 12:00
„უცნაური რამ ხდება დღეს საქართველოში. არის სიმშვიდე, რომელიც გვაძლევს საშუალებას სულიერი აღორძინებისა, მატერიალური აღორძინებისა, ინტელექტუალური აღორძინებისა, გენოფონდის აღორძინებისა, კულტურული აღორძინებისა, ამიტომ დღეს, როგორც არასოდეს ქართველები ერთად უნდა დავდგეთ-ერი, ბერი, ხელისუფლება“-განაცხადა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ ქადაგებაზე.
დეკანოზმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ ჩვენი ერთადერთი საზომი არის წმინდა წერილი, რომელიც გააცოცხლებს ქართულ სულს და შესაბამისად ქართველ ერს. მისი თქმით, თუ ამგვარ რწმენას გავაცოცხლებთ ყოველი წამი იმედის მომცემი იქნება. „ქრისტიანებს გვაქვს შეფასების კრიტერიუმები. თუ არის მცდელობა რომ სახარებისეული ზნეობრივი ნორმები მეტად და მეტად იქნას დაცული, რომლებიც ჩვენს შვილებს გადაარჩენს, ეს მაინც რომ მოხდეს და თუ ამის რაღაც ჩანასახი ჩანს, თუ დღეს ვხედავთ სიმყუდროვეს, თუ დღეს ვიღაცას გაახსენდა თურმე ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილები უნდა დავიცვათ, ამას გვერდში დგომა სჭირდება იდეურად. ჩვენი ერთადერთი საზომი არის წმინდა წერილი, ის გააცოცხლებს ქართულ სულს და შესაბამისად ქართველ ერს. სხვა ყველაფერი გამანადგურებელი იქნება. თუ ამგვარ რწმენას გავაცოცხლებთ ყოველი წამი იქნება იმედის მომცემი.“-განაცხადა დეკანოზმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბატონი ხანის მიერ ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ფარსად გადააქცევს
მაიკ ჯონსონი - კონგრესი განიხილავს ყველა ვარიანტს, მათ შორის სანქციებს, რათა დაისაჯოს ჰააგის სასამართლო და უზრუნველყოს, რომ მისი ხელმძღვანელობა ნახავს შედეგებს, თუ ისინი იმოქმედებენ
მეთიუ მილერი - იბრაჰიმ რაისის სიკვდილი არ ცვლის აშშ-ის ფუნდამენტურ პოზიციას ირანის მიმართ
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება
ნანა კაკაბაძე - პრეზიდენტად წოდებულის მიერ ვეტო გამოყენებულია, როგორც მოლოტოვის კოქტეილი, რათა ცეცხლზე ნავთის დასხმაში მიეხმაროს ჩვენს "დაუძინებელ მეგობრებს", ნაცებს, მათ ანასხლეტებს და შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდებს
არქივი