გურამ მაჭარაშვილი: გუშინ ჩვენ დავინახეთ, რომ პრაქტიკულად რეფერენდუმი ჩატარდა საქართველოში და საზოგადოებამ აირჩია გამჭვირვალობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 30 აპრილი 2024, 12:09

გუშინ ჩვენ დავინახეთ, რომ პრაქტიკულად რეფერენდუმი ჩატარდა საქართველოში და საზოგადოებამ აირჩია გამჭვირვალობა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი თუ აქამდე ზოგადად კანონზე ამბობდა, რომ ეს არის რუსული კანონი, ახლა ყოველ მუხლზე ამბობდნენ, რომ ეს არის რუსული კანონი.

ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა გადაწყვიტა მანიპულაცია, მუხლობრივ განხილვაში ვითომ მიიღო მონაწილეობა და ყველა მუხლზე კითხვას სვამდა, რომ ეს არის რუსული კანონი. რეალურად შინაარსში არ შედიოდნენ და ვითომ გააგონეს მსოფლიო საზოგადოებას, რომ ისინი შევიდნენ განხილვაში. აქამდე თუ ზოგადად კანონზე ამბობდნენ, რომ ეს არის რუსული კანონი, ახლა ყოველ მუხლზე ამბობდნენ, რომ ეს არის რუსული კანონი. რა თქმა უნდა, ამის საშუალებას მათ არავინ მისცემს. გუშინ ჩვენ დავინახეთ, რომ პრაქტიკულად რეფერენდუმი ჩატარდა საქართველოში და საქართველოს საზოგადოებამ აირჩია გამჭვირვალობა“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

იურიდიული კომიტეტის შემდეგ „ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის „ შესახებ კანონპროექტს დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბატონი ხანის მიერ ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ფარსად გადააქცევს
მაიკ ჯონსონი - კონგრესი განიხილავს ყველა ვარიანტს, მათ შორის სანქციებს, რათა დაისაჯოს ჰააგის სასამართლო და უზრუნველყოს, რომ მისი ხელმძღვანელობა ნახავს შედეგებს, თუ ისინი იმოქმედებენ
მეთიუ მილერი - იბრაჰიმ რაისის სიკვდილი არ ცვლის აშშ-ის ფუნდამენტურ პოზიციას ირანის მიმართ
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება
ნანა კაკაბაძე - პრეზიდენტად წოდებულის მიერ ვეტო გამოყენებულია, როგორც მოლოტოვის კოქტეილი, რათა ცეცხლზე ნავთის დასხმაში მიეხმაროს ჩვენს "დაუძინებელ მეგობრებს", ნაცებს, მათ ანასხლეტებს და შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდებს
არქივი