გურამ მაჭარაშვილი: საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე საქართველოს საზოგადოებამ საბოლოოდ უთხრა უარი მონობას და აირჩია სუვერენიტეტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 30 აპრილი 2024, 12:11

საზოგადოებამ მოისმინა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საპატიო თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომელმაც ქართულ საზოგადოებას ერთგვარი ანგარიშიც ჩააბარა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადადო თავი საკუთარი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, საყოველთაო-სახალხო შეკრების შეფასებისას.

მისი თქმით, საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე საქართველოს საზოგადოებამ საბოლოოდ უთხრა უარი მონობას და აირჩია სუვერენიტეტი.

„ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას დაპირებაც მისცა, რომ ისევ გააგრძელებს ყველა ქველმოქმედებას, მათ შორის, პოლიტიკურს, იმისათვის, რომ საქართველომ სუვერენიტეტი შეინარჩუნოს.

ამ შეკრებაზე საქართველოს საზოგადოებამ საბოლოოდ უთხრა უარი მონობას და აირჩია სუვერენიტეტი. საბოლოოდ უთხრა უარი გაუმჭვირვალობას და აირჩია გამჭვირვალობა. უთხრა „არა“ ურწმუნოებას და „დიახ“ - სარწმუნოებას. ეს არის ჩვენი გზა, საქართველოს გზა.

საქართველოს საზოგადოების ამ მასშტაბურმა რაოდენობამ ჩვენ, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მივდივართ სწორი, სუვერენიტეტის შენარჩუნების გზით.“ - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე-ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველო, უპირველეს ყოვლისა- ეს არის ჩვენი პრინციპული მიდგომა და დამოკიდებულება
კახა კალაძე: ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ხელისუფლების ცვლილებას ახდენს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არჩევნების გზით და არა რომელიღაც ქვეყნის აქტორები უცხოეთიდან
კახა კალაძე: ყველაზე მეტად, რაც ჭირდება ჩვენ ქვეყანას ეს არის მშვიდობის შენარჩუნება და ხელისუფლება ამისთვის გააკეთებს ყველაფერს, მიუხედავად ნებისმიერი ზეწოლისა
კახა კალაძე: გამჭვირვალობა შეუძლებელია ეწინააღმდეგებოდეს ევროპას, ევროპულობას
გიორგი ვაშაძე - ეროვნული კონსოლიდაცია, არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება, პროდასავლური ძალების ხელისუფლებაში მოსვლა, ეს არის პერსპექტივა, რომელიც ჩვენ გვაქვს
არქივი