ირაკლი ჩიქოვანი: თანამედროვე გამოწვევების პირობებში, ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ძალისხმევას, რომელიც ემსახურება ჩვენი ჯარის გაძლიერებას, სათანადო აღჭურვას, მზადყოფნის ამაღლებასა და თითოეულ თქვენგანზე ზრუნვას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 30 აპრილი 2024, 12:22

თანამედროვე გამოწვევების პირობებში, ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ძალისხმევას, რომელიც ემსახურება ჩვენი ჯარის გაძლიერებას, სათანადო აღჭურვას, მზადყოფნის ამაღლებასა და თითოეულ თქვენგანზე ზრუნვას, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საზოგადოებას და რეკრუტებს, რომლებმაც საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს სამხედრო ფიცი დადეს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული ჯარი უნდა პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს: „ქართული ჯარი, თანამედროვე გამოწვევებისა და რეალური საფრთხეების გათვალისწინებით, უნდა გახდეს კიდევ უფრო უკეთესად ადაპტირებული ტექნოლოგიურ ცვლილებებთან, სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული, თითოეული სამხედრო კი, უფრო მეტად დაფასებული“.

ირაკლი ჩიქოვანმა სახელმწიფოებრივი მიზნისკენ - საქართველოს დაცვისკენ მიმართულ გზაზე საზოგადოებისა და ჯარის კონსოლიდაციაზეც გაამახვილა ყურადღება.

„რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია რეალობაზე დაფუძნებული დასკვნების გამოტანა და, ასევე, საზოგადოების კონსოლიდაცია, ჯარისა და მოსახლეობის ერთიანობა. ჩვენი ჯარი, დიდი ოჯახი არის ინდივიდების ერთობა, რომელიც ემსახურება უმაღლეს სახელმწიფოებრივ მიზანს - დაიცვას ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა მან.

აღნიშნულ თემებზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში გაიმართა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყებების, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. 1991 წლის 30 აპრილს სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელები პირველად მიიღეს, რის საფუძველზეც, ეს თარიღი საქართველოს თავდაცვის ძალების დღედ დაწესდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბატონი ხანის მიერ ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ფარსად გადააქცევს
მაიკ ჯონსონი - კონგრესი განიხილავს ყველა ვარიანტს, მათ შორის სანქციებს, რათა დაისაჯოს ჰააგის სასამართლო და უზრუნველყოს, რომ მისი ხელმძღვანელობა ნახავს შედეგებს, თუ ისინი იმოქმედებენ
მეთიუ მილერი - იბრაჰიმ რაისის სიკვდილი არ ცვლის აშშ-ის ფუნდამენტურ პოზიციას ირანის მიმართ
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება
ნანა კაკაბაძე - პრეზიდენტად წოდებულის მიერ ვეტო გამოყენებულია, როგორც მოლოტოვის კოქტეილი, რათა ცეცხლზე ნავთის დასხმაში მიეხმაროს ჩვენს "დაუძინებელ მეგობრებს", ნაცებს, მათ ანასხლეტებს და შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდებს
არქივი