ეკა სეფაშვილი: გამჭვირვალობის შესახებ კანონს აუცილებლად მივიღებთ, რადგან ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 30 აპრილი 2024, 12:47

გამჭვირვალობის შესახებ კანონს აუცილებლად მივიღებთ, რამდენიც არ უნდა იყვიროს იმ უმცირესობამ, რომლისთვისაც გამჭვირვალობა და მდიდარი ენჯეოების ფინანსების საჯაროდ ხელმისაწვდომობა მიუღებელია, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონი საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შედის.

„დღეს სესიაზე გამჭვირვალობის კანონს მეორე მოსმენით განვიხილავთ. ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ისევ შეეცდება რაიმე პროვოკაციის მოწყობასა და პროცესის ხელოვნურად გაწელვას. თუმცა ეს მათ ვერ უშველით, ამ კანონს აუცილებლად მივიღებთ, რადგან ეს ჩვენი ეროვნული ინტერესია.

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საქმიანობა გაუმჭვირვალეა და სხვათა შორის, დასავლეთიდან იყო მოთხოვნა, რომ ეს სფერო გამჭვირვალე უნდა გამხდარიყო. ჩვენც სწორედ ამ მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს.

ასე რომ, ამ კანონს აუცილებლად მივიღებთ, რამდენიც არ უნდა იყვიროს იმ უმცირესობამ, რომლისთვისაც გამჭვირვალობა და მდიდარი ენჯეოების ფინანსების საჯაროდ ხელმისაწვდომობა მიუღებელია.“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იენს სტოლტენბერგი - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე და ღია საზოგადოებებზე, ერთად უნდა დავდგეთ ღირებულებების შესანარჩუნებლად
იტალიელი ბლოგერი: თუ საქართველოში განვითარებულ მოვლენებში მართლა არის „უცხო ხელი”, ეს ნიშნავს, რომ განზრახვა არის, აიძულონ პუტინი შეიჭრას იქაც, რაც, შესაძლოა, მეორე ფრონტის გახსნით უკრაინაში მისი ქმედებების შესუსტების მცდელობა იყოს
რომან გოცირიძე: მთელ მსოფლიოში 17 მაისი აღინიშნება, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე, საქართველოს ეკლესიამ კი ეს თარიღი დააკანონა, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მისი დაცვის დღე - სამღვდელოების მიერ ორგანიზებულ მარშზე არცერთი წესიერი ადამიანი არ უნდა გამოცხადდეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა
შსს გარდაბანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი