ეკა სეფაშვილი: რადიკალური ოპოზიცია სასოწარკვეთილია, რადგან რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საქართველოს ამდენი გულანთებული მოქალაქე იხილა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 30 აპრილი 2024, 14:16

„რადიკალური ოპოზიცია სასოწარკვეთილია, რადგან რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საქართველოს ამდენი გულანთებული მოქალაქე იხილა“,- ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალების მიერ წარმოებული ბულინგი და ფსიქოლოგიური ზეწოლა მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მათი რეალური ბუნება არ შეცვლილა.

„რადიკალების მიერ წარმოებული ბულინგი და ფსიქოლოგიური ზეწოლა მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მათი რეალური ბუნება არ შეცვლილა და ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ისინი ხალხს ნამდვილ რეპრესიებს მოუწყობენ.

საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე მისულ რეგიონებიდან ჩამოსული ხალხისა თუ თბილისში მცხოვრებთა მიმართ შეურაცხმყოფელი ეპითეტები არის ფსიქოლოგიური ტერორი და ბულინგი, რომელსაც რადიკალები მიმართავენ“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: ასიათასობით მოქალაქე გამოვიდა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დღეს ფაქტობრივად, კონსტიტუციური კანონის პროექტზე რეფერენდუმი შედგა
გურამ მაჭარაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას კანონში არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით
15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქციებზე დაკავებული 180 პირი მოინახულეს - 93 პირი მიუთითებდა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე
ირაკლი კობახიძე - საქართველოს მომავალი ახალგაზრდებს ეკუთვნის - ჩვენს ქვეყანას ჰყავს სანიმუშო, გამორჩეულად ნათელი და პროგრესული ახალგაზრდობა და ამ ქვეყნის მართვისა და განვითარების საქმე მომავალში სწორედ მათ უნდა გადაიბარონ
არჩილ თალაკვაძე: მთელ საერთაშორისო საზოგადოებას დღეს ვაწვდით ხმას, რომ საქართველო და ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი, როდესაც საქმე ეხება სამშობლოს და ოჯახს
არქივი