დავით მათიკაშვილი: ჩვენ კიდევ ერთხელ ვიგრძენით, რომ მმართველი ძალის და ქვეყნის მოსახლეობის, საზოგადოების ინტერესი არის იგივე - ტრადიციებით და ღირსებით სვლა ევროპისკენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 30 აპრილი 2024, 14:25

გუშინ აქ, საქართველოს დედაქალაქში, საკანონმდებლო ორგანოს წინ 200 ათასზე მეტი ქალი და კაცი, ერი და ბერი იდგა და მხარს უჭერდა ქვეყნის სუვერენიტეტს, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნებას, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, გამჭვირვალეობას, ღიაობას, საჯაროობას, ჭეშმარიტ დემოკრატიას, ქვეყნის ევროპულ განვითარებას ღირსებით, ორ ფეხზე დგომით, ქვეყნის ტრადიციების, მორალის, ეკლესიის პატივისცემით, ერთურთის სიყვარულით და ერთურთის გატანით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ქართველი ხალხის უდიდესმა ნაწილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს გაუმჭვირვალობას, „შავი ფულის“ შემოდინებას პოლიტიკური პროცესების დასაფინანსებლად, გაყალბებულ პარალელურ დათვლებს, რევოლუციური სცენარების შეთხზვას და ფსევდოლიბერალური ღირებულებების თავსმოხვევას, ქვეყნის სტაგნაციას, ომს და სანქციებს, რომელიც ეკონომიკის ჩამოშლით ემუქრება ჩვენს ქვეყანას.

დავით მათიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა გასულ კვირას დასავლეთ საქართველოს რეგიონებში გამართულ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრებზე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი მშვიდობიანი მისწრაფება ევროპისკენ.

„ჩვენ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ავუხსენით რა არის საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველი, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად მკაცრად უნდა დავიცვათ ყველა ადამიანის უფლება, როგორი წესითაც არ უნდა ცხოვრობდეს, უნდა დავიცვათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ამავდროულად, ჩვენი შვილები ოჯახები, საზოგადოება დავიცვათ ფსევდოლიბერალური ღირებულებების მოზღვავებისგან, პროპაგანდისგან, რომელიც კარგს არაფერს ჰპირდება არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიგრძენით, რომ ჩვენი, მმართველი ძალის და ქვეყნის მოსახლეობის, საზოგადოების ინტერესი არის იგივე - „არა ფსევდოლიბერალურ ღირებულებების პროპაგანდას“, „არა ოჯახური ტრადიციების შებღალვას“ და „დიახ, ტრადიციებით და ღირსებით სვლას ევროპისკენ!“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე როცა გამოდის, ეს არის საბჭოთა ქცევა, ჩვენ გვინდა შესვლა ევროკავშირში და არა საბჭოთა კავშირში
შალვა პაპუაშვილი: ქართველი ხალხის მიმართ აქამდე სანქციებს, როგორც შეზღუდვის ინსტრუმენტს, იყენებდა რუსეთი. თუკი ვინმეს უნდა, რომ რუსული მეთოდებით მოახდინოს გავლენა ქართველ ხალხზე, მიიღებს ზუსტად იმ პასუხს, რასაც რუსეთი იღებდა
შალვა პაპუაშვილი ოთხ საგარეო საქმეთა მინისტრზე: ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, არაევროპული ქცევა, როდესაც სხვა ქვეყანაში ჩადიხარ და იქ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიხარ
26 ოქტომბერს ეს არჩევანი ექნება ქართველ ხალხს - ჩვენ გვინდა საქართველო თუ ჩვენ გვინდა სხვა ჯგუფებიდან მართული ტერიტორიული ერთეული
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პატიმართა მობილიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
არქივი